გელათის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი კვლავ დაკეტილია.
რამდენიმე დღეა ტაძარში არც წირვა-ლოცვა ტარდება და ვერც მნახველები შედიან.
ადგილზე მყოფი დაცვის თანამშრომლების ინფორმაციით, ტაძრის დაკეტვის მიზეზი რეაბილიტაცია გახდა, თუმცა ამ დროისთვის ტაძარში სამუშაოები არ მიმდინარეობს.
აქტივისტები ტაძრის დაკეტვას არსებულ მძიმე სიტუაციას უკავშირებენ.
მათი ინფორმაციით, ფრესკების ფრაგმენტები ისევ ცვივა და პრობლემა შეუქცევადი გახდა.
გელათის ტაძრის წინამძღვრის ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს, ამ ეტაპზე ტაძარს საფრთხე აღარ ემუქრება.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"