გემი ბათუმში სანქცირებული კომპანიის ტვირთით - ვისი პასუხისმგებლობაა, რას აკეთებს სახელმწიფო?

გემი ბათუმში სანქცირებული კომპანიის ტვირთით - ვისი პასუხისმგებლობაა, რას აკეთებს სახელმწიფო?

access_time2022-06-27 16:00:23

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ადასტურებს, რომ ბათუმის ნავსადგურში შევიდა გემი, რომლის ტვირთიც სანქცირებული კომპანიას ეკუთვნის. 27 ივნისს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში, შესაბამისი კითხვის პასუხად დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს საბაჟო ორგანოებს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუციათ.


„ამ საკითხზე იყო ძალიან ბევრი სპეკულაცია და სამწუხაროდ ხდება ისე, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება ეხებოდეს დღეს სანქციებს, ხდება ხოლმე არასწორი ინტეპრეტირების საგანი. კერძოდ ის რომ დღეს ბათუმის ნავსადგურში არსებული გემი ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა სანქცირიებულ კომპანისთან გაფორმებული კონტრაქტით და მისგან მიღებული ტვირთით, ეს ფაქტია. ჩვენ დოკუმენტები შევისწავლეთ და შესაბამისად, საბაჟო ორგანოები იღებენ გადაწყტილებას, იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მათ გააჩნიათ და საქართველოში არც ერთი ფაქტი, სანქციების გვერდის ავლის ან სანქციების დარღვევის არ ყოფილა. ამ შემთხვევაშიც ასე იქნება და სურვილი ერთია, რომ შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს საქართველოში ასეთი პროდუქტების შემოტანის სირვილი, მათი მოტივაცია შეგიძლიათ გაარკვიოთ. ჰკითხოთ ტვირთმფლობელს, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო უწყებები მოქმედებენ, მაქსიმალური პასუხიმეგებლობით და საბაჟო ორგანოებს არ გაუციათ არანაირი თანხმობა ასეთი ტვირთის მიღებაზე. შესაბამისად, საბაჟო თანხმობის გარეშე პორტს რაც არ უნდა სურვილი ჰქონდეს, იცით რომ პორტიც კერძო სუბიექტია, ტვირთგადამზიდავიც კერძო სუბიექტია, ანუ კერძო სუბიექტების სურვილების მიუხედავად. საბაჟოს უფლების და თანხმობის გარეშე, რა თქმა უნდა, ეს ტვირთი ვერ მოხვდება საქართველოში და ვერ მოხვდება საქართველოს საბაჟო სივრცეში“,- უთხრა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.


ბათუმის პორტში თურქული დროშის ქვეშ მცურავი გემის შესვლის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ დატვირთულია რუსილი კომპანია „როსნეფტის, 30 000 ტონამდე ვაკუუმ გაზოილით, კვირას გაავრცელა, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. შემდეგ „მთავარზე“ დაყრდონით ინფორმაცია უკრაინულ მედიაშიც გავრცელდა.


ამავე თემაზე, რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა: „აშშ-ში ჩვენი დელეგაციის სამუშაოს ცალკე ნაწილი შეეხებოდა, ჩვენი მოკავშირეებისთვის იმ სქემების შესახებ ინფორმირებას, რომლითაც რუსები სარგებლობენ სანქციებისგან თავის ასარიდებლად. ერთ-ერთი ასეთი საქართველოს იურისდიქციის გამოყენებაა. საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. როდესაც, ეს ინფორმაცია აშშ-ისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ქართველი ჩინოვნიკებისგან მოვისმიენეთ, რომ თითქოს ეს სიმართლე არაა. მაგრამ დროთა განმავლობაში, ჩემი სიტყვების დამადასტურებელი სულ უფრო მეტი ობიეტური ინფორმაცია ჩნდება. მალე ხელმისაწვდომი გახდება საქართელოდან პროსახელისუფლებო დეპუტატების და მინისტრების უცხოეთში გადარიცხვების და ანგარიშების შესახებ მონაცემები და რა თქმა უნდა, ბატონი ივანიშვილის კავშირების შესახებ, რომელიც ღრმადაა ჩართული იმაში. რომ ტერორიზმის სპონსორმა ქვეყანამ სანქციებს აარიდოს თავი, მაგრამ ყველას, ვინც უკრაინლეების სიკვდილზე ფულის შოვნა გადაწყვიტა მინდა იმედი გავუცრუო, ეს არ მოხდება და ბატონი ივანიშვილი პირველი მოემზადოს, მალე გავფრინდებით და ეს ტურისტული მოგზაურობა არაა“, - წერს არახამია ტელეგრამის არხზე.



მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, მედიის კითხვის პასუხად ლევან დავითაშვილმა დავით არახამიას ბრალდებებს საქართველოს მოქალქებების მიმართ შეურაცხმყოფელი, უპასუხიმგებლო და უსაფუძვლო უწოდა. მისივე სიტყვებით, მსგვას ბრალდებებს ფაქტები არც აქამდე ამყარებდა.


„ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ საუბარი ბრალდებებზე, თუმცა არ არის კონკრეტული ფაქტებით გამყარებული. მან უნდა წარმოადგინოს ფაქტები. ვფიქრობ, ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩარევა საქართველოს სახელმწიფოს საქმეებში სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მხრიდან, რაც თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა, რომლის სიტყვებით უცხოურ ბანკებში ანგარიშებს არ ფლობს.


ამასთან ბათუმის პორტში შესული გემის თაობაზე ინფორმაციას გამოეხმაურა, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი. მისი თქმით, არც გემი და არც გემის მფლობელი სანქცირებული არ ყოფილა. მისივე განმარტებით, თუ გემი ან გემის მფლობელი იმყოფება სანქცირების პირობებში, უწყება არ აძლევს უფლებას ხომალდს შემოვიდეს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში და ნავსადგურებში. მისივე განმარტებით გემის ტვირთთან დაკავშირებული საკითხები ეხება საქართველოს შემოსავლების სამსახურს.

„საქართველოს ნავსადგურებში შემომავალ ყველა გემთან მიმართ ტარდება ორდონიანი სკრინინგი. პირველზე პასუხისმგებელია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, და შესაბამისი დეპარტამენტები ახორციელებენ, როგორც გემის ასევე გემთმფლობელის შემოწმებას სანქცირებასთან მიმართებაში. თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქცირებული მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლის უფლება. ტვირთის სკრინინგს კი ახორციელებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი. აქვე აღსანიშნავია, რომ ნავსადგურები საქართველოში არის კერძო მმართველობასა და მფლობელობაში, აქედან გამომდინარე სახელმწიფო ვერ ერევა მათ კომერციულ საქმიანობაში. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო დონეზე საქართველოს გააჩნია ინფორმაციის გაცვლის მექანიზმი, რომელიც იცვლება საზღვაო ოპერაციების ეროვნულ ცენტრში. აღნიშნულ ინფორმაციას ვცვლით ყველა სახელმწიფო უწყება და ეს არის კანონმდებლობით გარანტირებული, იმისთვის რომ საქართველოს წყლებში და ნავსადგურებში უზრუნველვყოთ საზღვაო უშიშროება და საფრთხეების პრევენცია“,- განაცხადა თამარ იოსელიანმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up