გენადი არველაძე: „ხარისხის ინფრასტრუქტურა პრიორიტეტული მიმართულებაა როგორც ეკონომიკის განვითარების, ისე ევროინტეგრაციის თვალსაზრისით“

გენადი არველაძე: „ხარისხის ინფრასტრუქტურა პრიორიტეტული მიმართულებაა როგორც ეკონომიკის განვითარების, ისე ევროინტეგრაციის თვალსაზრისით“

access_time2022-04-08 10:30:00

„ხარისხის ინფრასტრუქტურა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს როგორც ეკონომიკის განვითარების, ისე ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. ამ კუთხით გამოვყოფდი აკრედიტაციის როლს და იმ რეფორმებს, რომლებსაც ჩვენ ამ მიმართულებით წლების განმავლობაში ვახორციელებთ - როგორც აკრედიტაციის ცენტრის გაძლიერების კუთხით, ასევე ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების ნაწილში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ კონფერენციაზე „საქართველოს აკრედიტაციის სისტემის გაძლიერება ევროკავშირის ტექნიკურ რეგულაციებთან მიმართებაში“ სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



კონფერენცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Twining - ის პროექტის ფარგლებში მოეწყო.



პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს და გააძლიეროს საქართველოს აკრედიტაციის შეფასების სისტემა ევროპული და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. მისი ბიუჯეტია 1,4 მლნ ევრო.




ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, საქართველოს პარლამენტის სექტორული ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა, აგრეთვე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა და იტალიის ელჩმა საქართველოში ენრიკო ვალვომ, აგრეთვე აღნიშნული დარგის როგორც ქართველმა, ისე ევროპელმა სპეციალისტებმა.



„მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკავშირს წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის აკრედიტაციის ცენტრის გაძლიერების მიმართულებით. მიმდინარე პროექტი მოიცავს როგორც საკანონმდებლო კუთხით დაახლოებას, ასევე აკრედიტაციის სფეროს წესების და პროცედურების დახვეწას და შესაბამისობაში მოყვანას. მნიშვნელოვანია აკრედიტაციის პროცედურების დიჯიტალიზაციის, ანუ გაციფრულების მიმართულება“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.



მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ინსპექტირების და მასერტიფიცირებელი ორგანოების როლი, რომელთა აკრედიტირებას ახდენს აკრედიტაციის ცენტრი - მათ მიერ უკვე სერტიფიცირებული პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე ხვდება, ქართულ პროდუქტს კი უფრო მეტად კონკურენტუნარიანს ხდის.



კონფერენციის მონაწილეებმა თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს, რომ აკრედიტებული სერვისების საერთაშორისო აღიარება ფუნდამენტური ნაბიჯია საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოსთვის და თავად ქვეყნისთვის - ევროპული და საერთაშორისო ქსელები აკრედიტებული ორგანოებისა და ლაბორატორიების მიერ გაცემული სერტიფიკატებისა და ტესტების ბაზარზე მიღების გარანტიას იძლევა. აქედან გამომდინარე, ისინი უზრუნველყოფენ ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობისა და მათი ექსპორტის შესაძლებლობის მხარდაჭერას, ასევე პროდუქტისა და მომსახურების ხარისხსა და უსაფრთხოებას.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up