გენადი არველაძის თანაორგანიზებით, DCFTA-ს საკონსულტაციო ჯგუფის მე-8 შეხვედრა გაიმართა

გენადი არველაძის თანაორგანიზებით, DCFTA-ს საკონსულტაციო ჯგუფის მე-8 შეხვედრა გაიმართა

access_time2020-12-22 17:30:00

2020 წლის 21 დეკემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, DCFTA-ის საკონსულტაციო ჯგუფის მერვე შეხვედრა გაიმართა ონლაინ რეჟიმში, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, DAG-ის თავჯდომარის მოადგილე, გიორგი კაჭარავა უძღვებოდნენ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.




„შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და DCFTA-ის განხორციელებაში ჩართული უწყებების მიერ შემუშავებული DCFTA-ის განხორციელების საშუალოვადიანი 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი. შეხვედრამდე გეგმის პროექტი გაზიარებულ იქნა ჯგუფის წევრებთან, შეხვედრის ფარგლებში კი გეგმის პრეზენტაციის შემდეგ, ჯგუფის წევრების მიერ წარმოდგენილ წინადადებებსა და შენიშვნებზე გაიმართა კონსულტაციები.



საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა ჯგუფის წევრების მიერ დაყენებული საკითხები და სხვადასხვა სახის წინადადებები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს DCFTA-ის განხორციელების პროცესს, კერძო სექტორის მეტ ჩართულობას ამ პროცესში და, ზოგადად, ცნობიერების ამაღლებას DCFTA-სთან დაკავშირებულ საკითხებზე. განსაკუთრებული ხაზი გაესვა ევროპის მეწარმეთა ქსელში (EEN) მეტი ქართული კომპანიის ჩართვის მიზნით ღონისძიებების საჭიროებას. ბიზნეს ასოციაციებმა გამოიხატეს მზაობა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებისთვის.





ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენელმა ჯგუფის წევრებს გააცნო ინფორმაცია რუმინეთში, კერძოდ, ქალაქ კონსტანცაში ლოჯისტიკური ჰაბის შექმნასთან დაკავშირებით, სადაც მოხდება საქართველოდან ექსპორტირებული საკონტეინერო ნაკრები ტვირთების შეკრება და განაწილება. ლოჯისტიკური ჰაბი 15 იანვრიდან ამოქმედდება და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული კომპანიების ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში. დაწვრილებითი ინფორმაცია ჯგუფის წევრებს დაეგზავნებათ.




შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი - საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებმა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





თეგები:
DCFTA



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up