ამერიკული ავტომწარმოებელი General Motors-ი ბრაზილიურ კომპანია Vale SA-ში წილის შეძენას გეგმავს. Vale ამუშავებს ფერად ლითონებს, მათ შორის - ნიკელს, რომლებიც საჭიროა ელექტრომანქანების ბატარეებისთვის. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
Vale-მ დეკემბერში განაცხადა, რომ ბიზნესის 10%-ის გაყიდვას განიხილავდა, მაგრამ პოტენციური გასაყიდი ფასი არ გაუმჟღავნებია. WSJ წყაროზე საყრდნობით წერს, რომ აქციის ღირებულება შეიძლება 2 მლრდ დოლარამდე იყოს.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ GM-ის მომარაგების გაზრდა და სამთო კომპანიებთან პარტნიორობის დამყარება სურს, რომ ელექტრომანქანების წარმოება გაზარდოს. 2035 წლისთვის კომპანია გეგმავს, რომ შეაჩეროს თითქმის ყველა ბენზინისა და დიზელის მანქანის გაყიდვა.
კომპანიამ გასულ კვირას განაცხადა, რომ 650 მლნ დოლარად ნევადაში ლითიუმის დიდი საბადოს - Lithium Americas Corp-ის წილის შეძენასაც აპირებს.
GM-მა ნოემბერში ასევე მიაღწია შეთანხმებას Vale Canada-სთან Vale's Quebec-ის ქარხანაში წარმოებული ნიკელის სულფატის გრძელვადიან მიწოდებასთან დაკავშირებით.