გენერალური აუდიტორი - სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბოლო წლინახევრის განმავლობაში პროკურატურაში გამოსაძიებლად 30-მდე საქმე გააგზავნა

გენერალური აუდიტორი - სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბოლო წლინახევრის განმავლობაში პროკურატურაში გამოსაძიებლად 30-მდე საქმე გააგზავნა

access_time2022-08-02 17:20:00

საქართველოს გენერალური აუდიტორის, ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბოლო წლინახევრის განმავლობაში, სისხლის სამართლის ნიშნების არსებობის გამო, გენერალურ პროკურატურაში გამოსაძიებლად 30-მდე საქმე გააგზავნა.


როგორც ირაკლი მექვაბიშვილმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ყველა საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.


„ბოლო პერიოდში ჩვენ 270 აუდიტი გვაქვს ჩატარებული. ბოლო წელს ჩავატარეთ 50 აუდიტი. რაც შეეხება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, თქვენ იცით, რომ ჩვენ მყისიერად ვრეაგირებთ და მასალებს ვაგზავნით პროკურატურაში. ბოლო 5 წლის გამავლობაში გაგზავნილი გვაქვს 130 კონკრეტული საქმე საგამოძიებო უწყებაში. მათ შორის, ბოლო წლინახევრის განმავლობაში გაგზავნილია 30-მდე საქმე. უკუკავშირი ბუნებრივია, გვაქვს. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმეები და მიმდინარეობს გამოძიება“, - განაცხადა მექვაბიშვილმა.


ამასთან, ირაკლი მექვაბიშვილმა ჟურნალისტთან საუბრისას 5-წლიანი საქმიანობა შეაჯამა და იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რაც აუდიტის სამსახურს აქვს.



როგორც გენერალური აუდიტორი ამბობს, საჯარო ფინანსების, ბიუჯეტის შესრულების და შესყიდვების მართვის კუთხით კვლავ რჩება გამოწვევები.


„აუდიტის სამსახურის მთავარი მიღწევა არის საერთაშორისო შეფასებები და საერთაშორისო აღიარება პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური განვითარების დონე შეესაბამება ევროკავშირის ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული სამსახურების დონეს. ჩვენი 3.4 ქულა არის ზუსტად შესაბამისობაში ევროპულ ქვეყნებთან, რომელთა შეფასებები 3-სა და 3.5 ქულას შორის მერყეობს. ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების სურვილი პირნათლად არის შესრულებული“, - განაცხადა მექვაბიშვილმა.


რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებას, მექვაბიშვილის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 43%-ია.


„2008-ზე მეტი რეკომენდაცია გავეცით ბოლო 4 წლის განმავლობაში. რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი 43%-ზეა, რაც არ არის მაღალი მაჩვენებელი, თუმცა მნიშვნელოვანია შედეგი, რომელიც გვაქვს ამ რეკომენდაციების შესრულებიდან. მიმდინარე სტატუსში არის 30% და ჩვენი, მთავრობის და პარლამენტის ერთობლივად მუშაობაა საჭირო, რომ ეს 30%-იანი მიმდინარე სტატუსის მატარებელი რეკომენდაციები გადავიდეს შესრულებულ რეკომენდაციებში. ამ მიზნისთვის ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც დაეხმარება, აუდიტის სამსახურს, მთავრობას და პარლამენტს ელექტრონულ სივრცეში განახორციელოს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი როგორც ცენტრალური აპარატის, ასევე მუნიციპალიტეტების დონეზე. ამ პროგრამის წარმატებით დანერგვა რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებლის ზრდას გამოიწვევს. არის რეკომენდაციები რომელიც სრულდება, არის რეკომენდაციები, რომელიც ვერ სრულდება ან არ სრულდება, ასევე არის რეკომენდაციები, რომელსაც სჭირდება საკანონმდებლო ინიციატივები“, - განაცხადა მექვაბიშვილმა.


ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up