გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმის მასპინძელი საქართველო იქნება - საქპატენტი

გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმის მასპინძელი საქართველო იქნება - საქპატენტი

access_time2023-03-03 14:50:27

გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმი, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გადაწყვეტილებით, საქართველოში გაიმართება.

 

„საქპატენტის“ ინფორმაციით, 14 და 15 ივნისს თბილისი უმასპინძლებს ფორუმს, რომელსაც დაესწრებიან საერთაშორისო და რეგიონული გაერთიანებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა ქვეყნების სამთავრობო უწყებების, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნული უწყებების, გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული პროდუქციის მწარმოებელთა გაერთიანებების წარმომადგენლები და გეოგრაფიული აღნიშვნების სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან.

 

 „გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმი არის გლობალური ფორუმი და პლატფორმა გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სისტემების, გამოწვევების, პერსპექტივების, დანერგილი სიახლეების განხილვისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. სიმპოზიუმის ფარგლებში განიხილება გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემასთან დაკავშირებული საკითხები, როგორებიც არის: გეოგრაფიული აღნიშვნების გავლენა ეკონომიკასა და მოსახლეობის სოციალურ კეთილდღეობაზე, ქვეყნების სტრატეგიულ ბრენდინგში გეოგრაფიული აღნიშვნების როლი და სხვა. ღონისძიებაზე თავს მოიყრის 250-მდე სტუმარი იტალიიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან, ჩინეთიდან, მექსიკიდან, ინდოეთიდან, ავსტრალიიდან, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან. ფორუმს დაესწრებიან WIPO-ს წარმოშობისა და ხარისხის ეროვნული ინსტიტუტის (FAO), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) წარმომადგენლები, ასევე, ევროკომისიის წევრები. სიმპოზიუმის პროგრამით გათვალისწინებულია პანელური დისკუსია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა გამოწვევები და შესაძლებლობები გეოგრაფიული აღნიშვნების ბრენდინგისა და მარკეტინგის სტრატეგიებში, ასევე, მონაწილეები მიმოიხილავენ სხვადასხვა ქვეყანაში დანერგილ სიახლეებს გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში. იმსჯელებენ გეოგრაფიული აღნიშვნების პოპულარიზაციის ეფექტიანობაზე ტურიზმის სექტორის განვითარებაში.



კონფერენციის ფარგლებში გაიმართება გამოფენა-დეგუსტაცია, სადაც წარმოდგენილი იქნება საქპატენტის მიერ რეგისტრირებული 64 ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა, რომელთა შორისაა - გუდა, ტყემალი, საირმე, ჩურჩხელა, ტვიში, ჭაჭა, ნინოწმინდის თაფლი, ქუთაისის მწვანილი და სხვა განსაკუთრებული ქართული პროდუქტები, ასევე, ქვევრი. გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას პროდუქტის წარმომავლობასა და იმ უნიკალურ მახასიათებლებზე, რაც დაკავშირებულია წარმოშობის ადგილთან, რომლის დამახასიათებელი გარემო პირობები და ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული წარმოების ტრადიციული ცოდნა განაპირობებს თითოეული ასეთი პროდუქტის მაღალ ხარისხსა და გამორჩეულ თვისებებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


თეგები:
საქპატენტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up