გეოპოლიტიკა და ოქრო - როგორ იმოქმედა ომმა ძვირფასი ლითონის ფასზე

გეოპოლიტიკა და ოქრო - როგორ იმოქმედა ომმა ძვირფასი ლითონის ფასზე

access_time2022-06-07 14:10:00

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ სანდო და ინფლაციის მიმართ მდგრად აქტივებზე მოთხოვნა გაიზარდა, რამაც საერთაშორისო ბაზრებზე ოქროს გაძვირებაც გამოიწვია. მიმდინარე წლის მარტის პირველ კვირაში 1 უნცია ოქროს ფასმა 2,000 დოლარს გადააჭარბა, რაც 2020 წლის შემდეგ პირველად მოხდა.


ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ზრდა გამოწვეული იყო რუსეთის უკრაინაში შეჭრით, რამაც ოქროს ფასს გეოპოლიტიკური პრემიუმი დაუმატა.


მაისში ოქროს ფასები 3-თვიან მინიმუმამდე შემცირდა და 1,800 დოლარს ჩამოსცდა. ამის მიზეზი ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იყო ინფლაციის მაღალი დონის შესაკავებლად. როგორც წესი, ოქროს ფასის ვოლატილობა საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიმართ საკმაოდ მაღალია.


9 მაისს დოლარის ინდექსმა, რომელიც ექვსი სხვა ძირითადი ვალუტის კალათის მიმართ ამერიკული ვალუტის მდგომარეობას გვიჩვენებს, 20-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. ამ ფაქტმა სხვა აქტივების, მათ შორის, ოქროს ფლობა ნაკლებად მიმზიდველი გახადა.


რუსეთის მიერ წამოწყებული ომის გრძელვადიან, საერთაშორისო კონფლიქტში გადაზრდის რისკი ჯერ ისევ არსებობს, თუმცა ოქროს ფასი გარკვეულწილად მაინც გაიზარდა მაისის შემდეგ და დღეს 1,844 დოლარს აღწევს.



მიუხედავად იმისა, რომ ახლანდელი ფასი მარტის ფასთან შედარებით 10%-ით დაბალია, მაღალმა ინფლაციამ, გეოპოლიტიკური დაძაბულობამ და მოსალოდნელ რეცესიაზე გახშირებულმა საუბარმა, შესაძლოა, ოქროს ფასზე ზურგის ქარივით იმოქმედოს.


როგორც ძვირფასი მეტალების კონფერენციაზე აღინიშნა სინგაპურში, იმ ფონზე, რომ წამყვანი ბანკები ეკონომიკური შოკების საფრთხეზე მიუთითებენ, სტაგფლაციისთვის ნიადაგიც შემზადებულია და ამ ყველაფერმა ახლო მომავალში, შესაძლოა, ოქროს კიდევ უფრო გაძვირება გამოიწვიოს.


„წლების განმავლობაში მასიური დეფიციტური ხარჯვისა და მოშვებული მონეტარული პოლიტიკის შემდეგ, სამყარო სტაგფლაციისკენ მიემართება. ამ გარემოებაში საუკეთესო აქტივები, რომლის ფლობაც ადამიანს შეუძლია, ოქრო და ვერცხლია“, - ამბობს გრეგორ გრეგერსენი, Silver Bullion Pte.-ის დამაარსებელი Bloomberg-თან საუბრისას.


თუმცა, ოქროს ფლობას საპროცენტო განაკვეთების ზრდა ნაკლებად მიმზიდველს ხდის. აშშ-ს ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთების ზრდას ივნისსა და ივლისში აპირებს, ევროპის ცენტრალური ბანკი კი იმავე საკითხთან დაკავშირებით შეხვედრას ამ კვირაში გეგმავს.


რაც შეეხება სხვა ძვირფას მეტალებს, 1 უნცია ვერცხლის ფასიც ოქროს მსგავსად მარტში გაიზარდა და 26.5 დოლარს მიაღწია, დღეს კი თითქმის 17%-ით ნაკლები, 22 დოლარია. 7 ივნისისთვის 1 უნცია პლატინა 1,014 დოლარამდე ღირს, პალადიუმი კი 2,028 დოლარამდე.


bpn.ge



თეგები:
ომი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up