გეოპოლიტიკური კონტექსტი საქართველოს ლოგისტიკურ როლს კიდევ უფრო აძლიერებს - სალომე ზურაბიშვილი

გეოპოლიტიკური კონტექსტი საქართველოს ლოგისტიკურ როლს კიდევ უფრო აძლიერებს - სალომე ზურაბიშვილი

access_time2022-05-23 12:40:05

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის 78-ე სესიას სიტყვით მიმართა.


პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად სამეზობლოში არსებული გამოწვევებისა, საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის და ძველ აბრეშუმის გზაზე მდებარე ქვეყანა, ჩართულია ინტენსიურ თანამშრომლობაში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონთან ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის ახალი პროექტების განვითარებისათვის.


მანვე აღნიშნა, რომ ამ რთულ პერიოდში, გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის როლი კიდევ უფრო გადამწყვეტია მდგრადი განვითარების მიზნებისათვის წინსვლის, ახალი გამოწვევების გადაჭრისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ურთიერთმოქმედებისა და თანამშრომლობის გააქტიურებაში.


„დიდი პატივია მოგმართოთ გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის 78-ე სესიის მონაწილეებს და მოგილოცოთ კომისიის დაარსების 75-ე წლისთავი. ვიღებთ რა მხედველობაში წლების განმავლობაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, ახლა საჭიროა, იმ ახალი და სერიოზული გამოწვევების გადაჭრა, რომლებიც რეგიონსა და მსოფლიოში იჩენენენ თავს. გლობალიზებულ სამყაროში, გამოწვევები უფრო გლობალური გახდა. პირველ რიგში, COVID პანდემიითა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა კატასტროფებმა გამოავლინა ჩვენი საზოგადოებების დაუცველობა და გამოსცადა მათი გამძლეობა. ახლა, როდესაც პანდემიიდან გამოსვლა ხდება, ახალმა გლობალურმა კრიზისმა იფეთქა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ შედეგად ადამიანური და ჰუმანიტარული ტრაგედია მოიტანა - ათასობით დაკარგული სიცოცხლე, ურბანული ცენტრებისა და ეკონომიკის მსხვილი სეგმენტის განადგურება, მილიონობით მოსახლეობის გადაადგილება.



ამავდროულად, უკრაინის ფარგლებს სცილდება ნეგატიური ეფექტები და შეფერხებები, რომლებიც გავლენას ახდენენ გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის ბევრი წევრის ზრდაზე; საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების, კერძოდ, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ან საზღვრების ხელშეუხებლობის უგულებელყოფა, არ შეიძლება პირდაპირ არ ეწინააღმდეგებოდეს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის მიღწევებს.


ენერგეტიკული და სახმელეთო ინფრასტრუქტურა, რომელიც ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ხიდის როლს ასრულებდა, ნაწილებად იშლება. საგულისხმოა ასევე, სასურსათო და სხვა მიწოდების ჯაჭვების შეფერხების შედეგები.


ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს სიღარიბისა და უთანასწორობის ზრდას გამოიწვევს და საფუძველს გამოაცლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას. ეს მხოლოდ ხაზს უსვამს გადამწყვეტი მოქმედებების აუცილებლობას, ომის რაც შეიძლება სწრაფად დასასრულებლად. ომი ასევე ხაზს უსვამს ალტერნატიული სატრანსპორტო სისტემების სწრაფი განვითარების აუცილებლობას, ევროპასა და აზიას შორის მიწოდების ჯაჭვების შესანარჩუნებლად. მიუხედავად მის სამეზობლოში არსებული გამოწვევებისა, საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის და ძველ აბრეშუმის გზაზე მდებარე ქვეყანა, ჩართულია ინტენსიურ თანამშრომლობაში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონთან ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის ახალი პროექტების განვითარებისათვის.


გეოპოლიტიკური კონტექსტი კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს როლს, როგორც კარიბჭეს აზიისაკენ და როგორც არსებით სატრანზიტო-ლოგისტიკურ ჰაბს, არსებით რგოლს შუა დერეფანში არხის გავლით საქონლის გადაადგილებისთვის, რომელიც შავ ზღვას, კავკასიას და ევრაზიის კონტინენტს აკავშირებს.


ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ახალი ისტორიული მიღწევის ფონზე, საქართველო ცდილობს განავითაროს თავისი კავშირები აზიის ეკონომიკებთან, განსაკუთრებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებითა და გაზრდილი თანამშრომლობით. ამ რთულ პერიოდში, გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის როლი კიდევ უფრო გადამწყვეტია მდგრადი განვითარების მიზნებისათვის წინსვლის, ახალი გამოწვევების გადაჭრისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ურთიერთმოქმედებისა და თანამშრომლობის გააქტიურებაში”, - განაცხადა პრეზიდენტმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up