George Grey Winery-მ ლიქიორის წარმოება დაიწყო

George Grey Winery-მ ლიქიორის წარმოება დაიწყო

access_time2022-10-03 12:00:26

George Grey Winery-მ ცისფერი და მწვანე ღვინის „კესანეს“ წარმოებასთან ერთად ახალი ლიქიორის წარმოება დაიწყო - ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანიის  დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ უთხრა. მისი თქმით, ლიქიორი განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა და ქართულ ბაზარზე სიახლეა.


„ჩვენ გვაქვს ორი სახის ლიქიორი.  ლიქიორის ავტორები არიან ღვინის ექსპერტები თიკა ჯაჯანიძე და ნინო მაისურაძე. სწორედ მათი იდეა იყო, მსგავსი გემოვნური თვისებების მქონე ლიქიორის შექმნა და დამზადების ტექნოლოგიაც თავიდან ბოლომდე მათ ეკუთვნით. ლიქიორი George Grey Winery–ს ბრენდის ქვეშ იწარმოება და განსაკუთრებულია იმით, რომ იგი დამზადებულია ჩვენი ღვინის „გრეისეული“-ს ბაზაზე, რომლის დამზადების ტექნოლოგიაც თავის მხრივ განსაკუთრებულია.


საქართველოში ლიქიორს ცოტა სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა მე არ მახსენდება ადამიანი, რომელსაც გასინჯვის შემდეგ არ ეთქვას თუ რა მაგარია და რომ მის ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.


ჩვენ ასევე გვაქვს რქაწითლის ლიქიორიც, რომელიც რქაწითლის ღვინისგან არის დამზადებული და მის ტონებში ფორთოხლის და ლიმონის გემოები შეინიშნება. აღნიშნული გემოები ლიქიორს ნედლი ლიმონის და  ფორთოხლის  ქერქისგან აქვს მიღებული და სწორედ ამიტომ დასამახსოვრებელი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა, რაც გულგრილს არავის ტოვებს“, - აღნიშნა  გიორგი რუხაძემ.


რაც შეეხება „გრეისეულს“ , იგი განსაკუთრებული ტექნოლოგიით არის დამზადებული და შავკაპიტოს, ბუდეშური საფერავის და თავკვერის სეპაჟირებით მიიღება. როგორც გიორგი  რუხაძე აღნიშნავს,  George Grey Winery ერთადერთი კომპანიაა, რომელიც მსგავს სეპაჟირებას  იყენებს, რაც სრულიად განსხვავებულ გემოვნურ თვისებებს სძენს ღვინოს. ამ მიმართულებითაც ექსკლუზიურ მწარმოებლებად ვითვლებით, იმიტომ რომ საქართველოში სხვა მეღვინეობას მსგავსი ღვინო არ აქვს“ - აღნიშნა გიორგი რუხაძემ.


„გარდა ზევით ხსენებული ღვინოების და ლიქიორებისა, ჩვენ ამჟამად ვაწარმოებთ ქვევრის  ღვინოების 4 სახეობას და ასევე გვაქვს  ევროპული მეთოდოლოგიით  დამზადებული  ღვინოები (საფერავი და ქინძმარაული). ქვევრის ღვინოების შემთხვევაში იდეალურად არის დაცული ქვევრის 8000 წლიანი ტრადიცია.



ღვინომ „გრეისეული“ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა იტალიის ქალაქ  ვენეციაში 18-19 სექტემბერს ჩატარებულ ღვინის ფესტივალზე, სადაც George Grey Winery-ის ტრადიციულ  ღვინოებთან  ერთად  წარმოდგენილი იყო  უნიკალური ღვინის სახეობებიც, რომელთა შორის ღონისძიების დამსწრეთა განსაკუთრებული ყურადღება და მოწონება სწორედ „გრეისეულმა“ და ცისფერმა ღვინომ დაიმსახურა.  აღსანიშნავია, რომ ინვოვაციურ ღვინის ხაზში  George Grey Winery  ცისფერთან ერთად  მწვანე ღვინოსაც აწარმოებს.

 

„რაც შეხება ტრადიციულ  მეღვინეობას, იტალიელებმა  აღნიშნეს, რომ ჩვენ მიერ შექმნილი ღვინო „გრეისეული“ ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელიც იდეალურად იცავს ქართული ტრადიციული  მეღვინეობის კულტურას და  წესებს და ასევე  ძალიან მომხიბვლელია და გემოვნური თვისებებით ევროპელი მომხმარებლებისთვის მისაღებია.


მწვანე  და ლურჯი  ღვინის  მიმართ  დაინტერესება, როგორც საქართველოს ბაზარზე ასევე მის ფარგლებს გარეთაც  საკმაოდ მაღალია“- აღნიშნა გიორგი რუხაძემ.


George Grey  Winery-ის  ღვინის შეძენა საქართველოში შესაძლებელია,  ალკორიუმში,  800 მოსავალში, თბილელის ქარვასლაში, ღვინის მუზეუმში და ღვინის  სხვადასხვა  მაღაზიებში.

 

რაც შეეხება ექსპორტს George Grey  Winery- ის  როგორც ტრადიციული, ასევე ევროპული ღვინოები და ღვინის  ლიქიორები სხვადასხვა  ქვეყნებში აქტიურად  გადის ექსპორტზე, ესენია:  აშშ,  უზბეკეთი იაპონია ავსტრია და სხვა. როგორც გიორგი რუხაძემ აღნიშნა, George Grey Winery-ს აქტიური მოლაპარაკებები აქვს კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან.

 

ამჟამად „ყველაზე აქტიურ ქვეყნებად ითვლება აშშ, უზბეკეთი,  იაპონია. ჩვენი ღვინოები ასევე წარმოდგენილია შვეიცარიაში, ავსტრიაში, გერმანიასა და ჰონგ-კონგში.

 

მიმდინარე კვირას  უზბეკეთს  მიმართულებით მხოლოდ  ტრადიციული ღვინოები გაიგზავნა,  რაც  შეეხება  აშშ- ის მიმართულებას აქტიურად იგზავნება, როგორც ჩვენი ღვინოები ასევე ლიქიორები“  - აღნიშნა გიორგი რუხაძემ.

 

რუხაძეს გაყიდვების კუთხით მიმდინარე წლის  შეფასებაც ვთხოვეთ, როგორც მან  აღნიშნა, ღვინის  გაყიდვებს  კუთხით როგორც ადგილობრივ , ასევე საერთაშორისო  ბაზარზე ტენდენცია  მზარდია და წინა წლის ამ კვარტალთან შედარებით გაყიდვები მინიმუმ ორჯერ არის გაზრდილი.

 

George grey winery არსებულ წარმოებაზე გაჩერებას არ აპირებს და სამომავლოდ მომხმარებელს ახალი პროდუქტით  გააკვირვებს.

 


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up