GEORGIAN AIRWAYS $150 მლნ-ად იყიდება - კომპანიისთვის ინვესტორს GEORGIAN BUSINESS BROKERAGE ეძებს

GEORGIAN AIRWAYS $150 მლნ-ად იყიდება - კომპანიისთვის ინვესტორს GEORGIAN BUSINESS BROKERAGE ეძებს

access_time2022-01-17 12:37:35

ცოტა ხნის წინ დაფუძნებლი ქართულ-ამერიკული „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ ავიაკომპანია Georgian Airways-ისთვის ინვესტორს ეძებს.



კომპანიის გასაყიდ შეთავაზებებში 28-წლიანი ისტორიის მქონე ქართული ავიაკომპანია 150 მლნ დოლარად არის შეფასებული. შესაძლებელია, როგორც ავიაკომპანიის სრულად, ასევე ნაწილობრივ - მისი წილის შეძენა.



აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ Georgian Airways-მა სასამართლოს გადახდიუუნარობის საქმის დაწყების თხოვნით მიმართა. ავიაკომპანიამ რეაბილიტაციის რეჟიმში გადასვლა ითხოვა რაც დაკმაყოფილდა. კომპანია კრედიტორების მიმართ 176 მლნ-მდე ლარის დავალიანება აქვს. მისი აქტივები კი, მხოლოდ 21,3 მლნ ლარია. კომპანიას ვალდებულებები აქვს 70-ზე მეტ სააგენტოს, მიმწოდებლებს და 16 168 მგზავრის წინაშე. 




Georgian Airways აცხადებს, რომ აქვს რეაბილიტაციის მკაფიო ხედვა და 2 თვეში შემუშავდება რეაბილიტაციის გეგმაც, რაც დაეფუძნება არსებული რეისებიდან შემოსავალს, რაც კომპანიის მფლობელთა მტკიცებით, უზრუნველყოფს შემოსავლების გამომუშავებას და კრედიტორების გასტუმრებას.



რაც შეეხება „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯს“, კომპანიის პრეზიდენტი სწორედ Georgian Airways-ის ექს-პრეზიდენტი რომან ბოკერიაა.



Georgian Business Brokerage აშშ-ს საერთაშორისო ბიზნეს ბროკერთა და ევროპის ბიზნეს ბროკერთა ქსელის მეშვეობით საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და გლობალური კერძო კაპიტალით პერსპექტიული ბიზნეს პროექტების დაფინანსებას გეგმავს.


business-partner.ge



თეგები:
GEORGIAN AIRWAYS



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up