GEORGIAN PRODUCTS RENAISSANCE: ქართველი ფერმერების ნაწილმა თხილის მოყვანა გადაიფიქრა

GEORGIAN PRODUCTS RENAISSANCE: ქართველი ფერმერების ნაწილმა თხილის მოყვანა გადაიფიქრა

access_time2022-06-09 16:40:00

თხილის აღების სეზონის მოახლოებასთან ერთად, ექსპორტიორი კომპანიების ნაწილს ხარისხიანი თხილის მიღების პრობლემა შეიძლება შეექმნას.



როგორც თხილის დამამუშავებელი კომპანია Georgian Products Renaissance-ის დამფუძნებელი ბაია სალუქვაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ქართველი ფერმერების ნაწილმა თხილის მოყვანა გადაიფიქრა. თხილის ბაღების ნაწილი შეუწამლავია, რაც ხარისხის თვალსაზრისით საკმაოდ დიდ პრობლემას შექმნას.



„2021 წლის თხილის სეზონი ჯერ კიდევ არის ბაზარზე, მთლიანი მოსავლის 10-15% დარჩენილია და ახლა მისი დამუშავება ხდება. რაც შეეხება ახალ სეზონს, ამ დროის მდგომარეობით, ხეზე ნაყოფი ნორმალურადაა, რაოდენეობაც ნორმალურია, თუმცა, გული როგორ განვითარდება ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.



როგორი იქნება გარემო პირობები ამაზეა დამოკიდებული. იმედია არ იქნება უხვი ნალექი და სხვა გარემო ფაქტორები, რომელსაც შეუძლია ნაყოფი დააზიანოს



გარდა ამისა, საკმაოდ გაძვირებულმა შხამ-ქიმიკატებმა ფერმერებს ხარჯი გაუზარდა,გაძვირდა შესაფუთი მასალები, ტრანსპორტირება, ამის პარარელურად, მათთვის მისაღები არ იყო თხილის ფასი (1 კილოგრამის თხილის გული 11.5 ლარი), რაც საერთაშორისო ბაზარიდან გამომდინარეობდა. ამის გათვალისწინებით მათ აღარ უღირთ თხილის მოყვანა.რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, გაბრაზებულები არიან. ეს კი არასწორია, რადგან აუცილებლად უნდა მოხდეს წამლობები, რათა საბოლოო პროდუქტი უვნებელი მივიღოთ“-აცხადებს სალუქვაძე.




სალუქვაძე თხილის სექტორში არსებულ მეორე პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ფერმერები 2021 წლის მოსავალს იმის იმედით არ აბარებენ, რომ ახალი სეზონისთვის ფასი შედარებით მაღალი იქნება, რაც კატეგორიულად არ შეიძლება. როგორც Georgian Products Renaissance-ის დამფუძნებელი აღნიშნავს,ახალი და ძველი მოსავლის შერევა საბოლოოდ ხარისხს გააფუჭებს.



მისი განცხადებით, თხილის ჩაბარება-გატანის ახალი ფასი ამ ეტაპზე უცნობია. მოსავლის აღება კი აგვისტოს პირველი კვირიდან დაიწყება.



კომპანიის დაფუძებელი აცხადებს, რომ ექსპორტიორ ქვეყნებს წარმოადგენენ აზია-აფრიკის ქვეყნები, სამხრეთ ამერიკის და ევროპის ქვეყნები. ქართული თხილი გადის ჩინეთშიც. კომპანია თხილის გულს დაახლოებით 35 ქვეყანაში ყიდის.



თხილის დამამუშავებელი კომპანია Georgian Products Renaissance-ი 100%-ით საექსპორტო პროდუქციას აწარმოებს.



სამეგრელოში, ხობში მდებარე საწარმო Georgian Products Renaissance-ი 2013 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. საინვესტიციო ღირებულება 0.5 მლნ ლარია. 2014 წელს კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში 391 166 დოლარის სესხი, ასევე გრანტის თანადაფინანსება 312 932 დოლარი მიიღო. დაფინანსების შედეგად, კომპანიამ ქარხნისთვის საჭირო ყველა ტექნიკა შეიძინა, მათ შორის სამტვრევი, შესაფუთი და მოსახალი დანადგარები, კომპანიის მეორე საწარმო, რომელსაც თხილის შესანახად იყენებს, კახეთში აქვს.



შეგახსენებთ, წელს საქართველოში თხილის უხვ და ხარისხიან მოსავალს ელიან. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ხანიშვილის ინფორმაციით, სისტემური მიდგომა, რომელიც ხორციელდება სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ და რომელშიც აქტიურად არიან ჩართული ფერმერები, წარმატებულია.



„ჩვენ ერთობლივად ვახდენთ თხილის წარმოების ზრდის სტიმულირებას და ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ფერმერები რეკომენდაციების გათვალისწინებით უვლიან თხილის ბაღებს, რაც იმის წინაპირობაა, რომ მივიღებთ მაღალი ხარისხის უხვ მოსავალს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.



business-partner.ge



თეგები:
თხილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up