GeoSafety-ის უსაფრთხოების სერვისებზე მოთხოვნა პანდემიურ პერიოდში 40%-ით გაიზარდა

GeoSafety-ის უსაფრთხოების სერვისებზე მოთხოვნა პანდემიურ პერიოდში 40%-ით გაიზარდა

access_time2021-11-17 11:00:03

შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომპანიის სერვისებზე მოთხოვნა პანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა. მართალია, კოვიდ19-ის გავრცელების პირობებში კომპანიების ნაწილი კოტრდება და ისინი დროებით ან სამუდამოდ აჩერებენ საქმიანობას, თუმცა მზარდია მათი რაოდენობა, რომლებიც პოზიციებს იუმჯობესებენ და უსაფრთხოების სტანდარტის შესაბამისად აგრძელებენ ოპერირებას. მიმდინარე პერიოდში კი ბიზნესი მთავარ გამოწვევად მაღალ ინფლაციას ასახელებს.



როგორც GeoSafety-ის დამფუძნებელი კახა დათიაშვილი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, პროდუქტებზე ფასები მუდმივად იცვლება და დროულად ვერ ახდენენ ლარში ფიქსაციას, რაც სხვადასხვა კომპანიებთან ურთიერთობისას გარკვეულ დისკომფორტს ქმნის.



როგორც აღმოჩნდა, შრომის უსაფრთხოებისა და კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მოთხოვნა მუდმივად მატულობს და წინა წელთან შედარებით ზრდამ დაახლოებით 40% შეადგინა.

 

,,კოვიდრეგულაციებთან დაკავშირებით კომპანიებს ვუწევთ კონსულტაციებს, ვატარებთ დეზინფექციას, რასაც ემატება შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომელსაც შემდეგში  შრომის ინსპექცია ამოწმებს. მუდმივად იცვლება რაღაც, ინერგება სიახლეები, მოთხოვნა არის და ეს განაპირობებს შრომის უსაფრთხოების კომპანიების მიმართ მოთხოვნის ზრდას. ყველა ცდილობს, იმუშაოს სტანდარტის დაცვით, არ დაჯარიმდეს, არ მოხდეს კლასტერი, რისთვისაც კოვიდრეგულაციების დაცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა, ფასები იცვლება და რთულია ამ პირობებში მუშაობა“, - ამბობს კახა დათიაშვილი.



რაც შეეხება ფასებს, ჰიგიენის საშუალებები ერთ-ერთია ბაზარზე, სადაც ფასების კლება ფიქსირდება, თუმცა ხშირია საფასო რყევები, რაც სტაბილურობაზე ნეგატიურად აისახება.

 



,,ფასები იცვლება მუდმივად,  ლარში დროული ფიქსაცია ამის გამო საკმაოდ ჭირს. ვერ გაერკვა ბიზნესი, რა ფიქსირებული ხარჯი ჰქონდეს. არის სერვისები, სადაც  შარშანდელთან შედარებით, მომსახურების საფასური არ შეცვლილა. ხოლო ჰიგიენური პროდუქცია, მათ შორის,  პირბადე, ხსნარი და სხვა, გაიაფდა კიდეც. მაგალითად, 2020 წლის პირველ კვარტალში 1 პირბადე 1,8 ლარი ღირდა,  დღეს 10 თეთრამდეა გაიაფებული. ზოგ შემთხვევაში კი ფასების 2-ჯერადი კლებაა. თავიდან ყველაფერი ძვირი იყო, ერთჯერადი სამედიცინო  ხალათების ღირებულება იგივე დარჩა. საერთო ჯამში, კრიზისი ჩვენს სექტორს არ შეხებია, პირიქით, 200 კომპანია დაგვემატა. დაახლოებით 40%-ის ფარგლებში გაიზარდა მოთხოვნა, ძირითადად მცირე მეწარმეები მოგვმართავენ, რაც შრომის უსაფრთხოების მიმართულებით კონტროლის გაძლიერებას უკავშირდება“, - ამბობს კახა დათიაშვილი.



რაც შეეხება პანდემიური პერიოდის გამოწვევას, როგორც კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, აკრედიტაცია დიდი ხანია გაჩერებულია, პანდემიურმა პერიოდმა ეს პროცესი უფრო მეტად გაწელა, რის გამოც ვერ ხერხდება დროულად შრომის ინსპექტორების გადამზადება.



კადრების საკითხთან დაკავშირებით კახა დათიაშვილი ამბობს, რომ დეფიციტი არ შეიმჩნევა, პირიქით, GeoSafety-ს ემსახურება კვალიფიციური კადრები და რამდენიმე ახალი წევრი, რომელთა გამოცდილებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებაზე თვითონ კომპანია ზრუნავს.

 


ამ ეტაპზე კომპანიაში 40 ადამიანია დასაქმებული.



GeoSafety არის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულ მომსახურებას შრომის უსაფრთხოების მიმართულებით.



მისი შექმნა ბაზარზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების ნაკლებობამ და მოხშირებულმა ინციდენტებმა განაპირობა.



კომპანია მიზნად ისახავს, მთლიანი ქვეყნის მასშტაბით, საწარმოს ტიპის კომპანიებს მოემსახუროს, შეაფასოს მათი შრომითი პროცესები, გააანალიზოს რისკები და შესთავაზოს ინდივიდუალური, მათზე მორგებული გადაწყვეტილებები.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up