გერმანიამ ლტოლვილების დასასახლებლად უკრაინას 300 000 კერძო სახლი შესთავაზა. ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
Reuters წერს, რომ სამინისტრო თანამშრომლობს არაკომერციულ gut.org AG-თან და ასევე კომპანია Airbnb-ის არაკომერციულ Airbnb.org-თან, რათა მოხდეს საცხოვრებლის ლტოლვილებისთვის გადანაწილება.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანა 2,3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათი უმეტესობა ქალი და ბავშვია.