გერმანელების 62%-მა შხაპის  უფრო მოკლე დროში მიღება დაიწყო

გერმანელების 62%-მა შხაპის უფრო მოკლე დროში მიღება დაიწყო

access_time2022-07-21 22:55:03

გერმანელების 62%-ი ახლა უფრო მოკლე დროში იღებს შხაპს, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ. ამის შესახებ Bild-ი INSA-ს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს.


სოციოლოგების აზრით, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი მოქალაქეები წყალს სხვადასხვა გზით ზოგავენ. დაზუსტებულია, რომ თუ გერმანელების 62%-მა აბაზანაში შესვლისას წყლის დაზოგვა დაიწყო, 35%-ს არ შეუცვლია ქცევა შხაპის მიღების დროს.


„მწვანეები“ არიან სათავეში შხაპის დროის შემცირების თვალსაზრისით. მათგან 33%-ს ახლა უფრო მოკლე დროში იღებს შხაპს. ამომრჩეველთა სხვა ჯგუფებში მხოლოდ 9-18% იბანს ნაკლებად ხშირად და უფრო ნაკლებ დროში, ვიდრე ადრე.


„მაგრამ მემარცხენე და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ამომრჩევლები ამაზრზენად იქცევიან: მხოლოდ რამდენიმე მათგანმა გადაწყვიტა უფრო მოკლე დროში დაბანა”, - აღნიშნავს გამოცემა.


მათგან მხოლოდ 28-29%-მა დაიწყო წყლის უფრო ეკონომიურად მოხმარება ქვეყანაში საშუალო 37-45%-ის წინააღმდეგ. გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა (45%) განაცხადა, რომ გეგმავენ ან უკვე დაიწყეს მზადება პოტენციურად ცივი ზამთრისთვის, როგორიცაა გენერატორის შეძენა. კიდევ 44%-მა გამოაცხადა მზადყოფნა დემონსტრაციისთვის ენერგო ფასის წინააღმდეგ, 50%-მა არ დაუჭირა მხარი საპროტესტო აქციის იდეას.


გერმანიის ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ადრე „შპიგელთან“ ინტერვიუში თქვა, რომ მან ენერგიის დაზოგვის მიზნით ნაკლები შხაპის მიღება დაიწყო.


კითხვაზე, თუ რამდენი დრო სჭირდება მას შხაპის მისაღებად, ჰაბეკმა აღნიშნა, რომ „ჰოლანდიელმა კოლეგამ ახლახანს ამაყად თქვა, რომ მათ სურთ გამოიყენონ კამპანია შხაპის საშუალო დროის ათიდან ხუთ წუთამდე შესამცირებლად“.


„ამაზე უნდა გამეცინა. ცხოვრებაში ხუთი წუთი შხაპი არ მიმიღია. სწრაფად ვიღებ შხაპს“, - დაასკვნა მინისტრმა.


თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა შემდეგი: ”ვფიქრობ, რომ მინისტრს სურდა ამ საკითხზე საუბარი მხოლოდ საკუთარი სახელით ”.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up