გერმანიაში არსებული ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ქვეყანა აპირებს მწყობრში დატოვოს მისი ბოლო 3 ატომური ელექტროსადგურიდან ორი. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა - წერს Bloomberg-ი.
„ჩვენ უკვე აღმოვჩნდით ისეთ სიტუაციაში, როცა სტრეს-ტესტები გვიჩვენებს, რომ შესაძლოა, დაგვჭრდეს ატომური ენერგია ქვეყნის ენერგოქსელის მხარდასაჭერად“, - განაცხადა მან.
ჯერ კიდევ სექტემებრში გერმანიის ხელისუფლეებამ თანხმობა გასცა არ შეწყვიტონ და მინიმუმ აპრილამდე რეზერვში დატოვონ გერმანიაში მოქმედი 3 აეს-იდან 2.
ცნობისთვის, როგორც Financial Times წერს ახალი ბირთვული რეაქტორების მშენებლობის გეგმებს აჩქარებს საფრანგეთიც. ქვეყანა მინიმუმ 6 ახალი ბირთვული რეაქტორის მშენებლობას გეგმავს, რომლებიც ძველებს ჩაანაცვლებენ, რომელთა მუშაობის ვადები 2030 წელს იწურება, ახლების მშენებლობა კი არსებული გეგმის მიხედვით 2017 წელს უნდა დაწყებულიყო.