გერმანია არ შეუერთდება ბირთვული იარაღის აკრძალვის ხელშეკრულებას

გერმანია არ შეუერთდება ბირთვული იარაღის აკრძალვის ხელშეკრულებას

access_time2022-06-22 23:30:00

გერმანია არ შეუერთდება ბირთვული იარაღის აკრძალვის ხელშეკრულებას, სანამ არსებობს მისი გამოყენების საფრთხე გერმანიისა და NATO-ს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ასე უპასუხა მთავრობამ ოპოზიციური „მემარცხენეების“ დეპუტატის მოთხოვნას.


მანამდე „მემარცხენეების“ წევრმა, ბუნდესტაგის დეპუტატმა სევიმ დაგდელენმა მთავრობას მიმართა შეკითხვით ბირთვული განიარაღების შესახებ ხელშეკრულებასთან გერმანიის მიერთების თაობაზე. საპასუხოდ მინისტრთა კაბინეტმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ბირთვული იარაღისგან თავისუფალ მსოფლიოს, მაგრამ მოცემულ მომენტში ასეთი ნაბიჯი გამორიცხულია.


„განიარაღება უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში არსებული ვითარების გათვალისწინებით. ჯერჯერობით, სანამ გერმანიისა და მისი მოკავშირეების მიმართ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არსებობს, NATO-ს ფარგლებში მტკიცე ბირთვული შეკავების აუცილებლობა შენარჩუნებულია“, - მიაჩნია გერმანიის მთავრობას.


კაბინეტში ასევე ფიქრობენ, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა მეტყველებს საფრთხეზე, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს თავისი ბირთვული პოტენციალით არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისა და მსოფლიოსთვის, ამიტომ ბირთვულ შეკავებაზე უარის თქმა შეცდომა იქნებოდა.



თავად ბირთვული იარაღი გერმანიას არ მოეპოვება, მაგრამ NATO-სთან თანამშრომლობის ფარგლებში მის ტერიტორიაზე ამერიკის ბირთვული ქობინებია განლაგებული.


ბირთვული იარაღის აკრძალვის ხელშეკრულება 2021 წლის იანვარში შევიდა ძალაში. დოკუმენტი კრძალავს ბირთვული იარაღის შექმნას, გამოცდას, შენახვას, შეძენას, ტრანსპორტირებასა და გამოყენებას. ხელშეკრულებას უკვე შეუერთდა 65 ქვეყანა, მაგრამ მათ შორის არ არიან „ბირთვული კლუბის“ წევრები: აშშ, რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ინდოეთი, პაკისტანი, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა და ისრაელი (ამ ქვეყნის ხელისუფლებას ოფიციალურად არ უღიარებია, რომ ბირთვულ იარაღს ფლობს). ამ დღეებში ვენაში ტარდება ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების პირველი კონფერენცია.


წყარო: www.radiotavisupleba.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up