გერმანია „გაზპრომის“ კიდევ ერთი ყოფილი შვილობილი კომპანიის ნაციონალიზაციას ახდენს. Uniper-ის შემდეგ, ფედერალური მთავრობა გაზის იმპორტიორი Sefe-ს ნაციონალიზაციას ახორციელებს, რომელიც ცნობილი იყო როგორც Gazprom Germania.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BILD-ი ავრცელებს.
ქვეყნის ეკონომიკის ფედერალურმა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მთავრობა სამუდამოდ გააძევებს რუსულ კომპანიას და შეიძენს აქციების 100%-ს. აპრილიდან კომპანია ბონის ფედერალური ქსელის სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.