გერმანია კონგრესს მოუწოდებს, არ დაბლოკოს პუტინის გაზსადენი

გერმანია კონგრესს მოუწოდებს, არ დაბლოკოს პუტინის გაზსადენი

access_time2021-12-08 20:00:21

გერმანიის საელჩო შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვაშინგტონს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისგან თავის შეკავებას მოუწოდებს.

 


ოფიციალური ბერლინი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ მილსადენის ან მასთან დაკავშირებული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესება „აშშ-ს მიმართ ნდობას დაასუსტებს და საბოლოო ჯამში, ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობას ზიანს მიაყენებს“.

 


მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე პროექტი უკრაინისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგანაც „გონივრული ტრანზიტი მისი ტერიტორიის გავლით“ გარანტირებულია.

 


გერმანიის მთავრობის აზრით, აშშ-ის სანქციები გაზსადენის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის გამარჯვება იქნება, რადგანაც ეს შეზღუდვები დასავლელ მოკავშირეებს შორის ურთიერთობებს გააუარესებს.

 


დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ გერმანია მზადაა შეასრულოს ამერიკასთან ერთად მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთის მიერ გაზსადენის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების თავიდან აცილებას გულისხმობს.

 



 „აშშ-ის ცალმხრივ ქმედებებს ამ ძალისხმევის შერყევა და რუსეთთან მიმართებაში ტრანსატლანტიკური ერთობის შესუსტება შეუძლია“, - აღნიშნულია მიმართვაში.

 


გერმანიის მთავრობის მიმართვაში ნათქვამია, რომ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის მხარდაჭერამ არანაირად არ შეარბილა ბერლინის პოლიტიკა რუსეთისადმი და ამავე დროს ენერგომატარებლების გაძვირება გლობალური მოვლენაა და ის მხოლოდ რუსეთთან დაკავშირებული ვერ იქნება.

 


ასევე დოკუმენტში ჩამოთვლილია ნაბიჯები, რომლებსაც გერმანიის მთავრობა გადადგამს - მათ შორისაა რუსეთის ქმედებების დაგმობა ფედერალურ დონეზე, რუსეთთან ურთიერთობების რამდენიმე ორმხრივი ფორმატის გადახედვა და სამომავლოდ ნავთობმოპოვების შეზღუდვის შესაძლებლობების განხილვა.

 


რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ის თავდაცვით ბიუჯეტში რუსეთის და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მოითხოვენ. დოკუმენტი ამჟამად კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში განიხილება.

 


თუ სენატორების შესწორება მიღებული იქნება, ეს ნიშნავს სანქციების დაწესებას ნებისმიერი კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც გაზსადენის დაპროექტებაში, დაგეგმარებაში, მშენებლობაში და ექსპლუატაციაში მონაწილეობს.

 


სანქციების შემოღება გაზსადენის მმართველი კომპანიის Nord Stream 2 AG-ს წინააღმდეგაც იგეგმება. ამ დროისთვის დემოკრატები და რესპუბლიკელები ამ საკითხზე ვერ თანხმდებიან - რესპუბლიკელების ინიციატივას დემოკრატები ეწინააღმდეგებიან და მათ მიერ მომზადებულ პროექტში რუსეთის და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ შეზღუდვები საერთოდ ნახსენები არაა.

 


რესპუბლიკელები ბიუჯეტის განხილვაზე უარს ამბობენ და აცხადებენ, რომ სანქციების გარეშე ისინი დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ.

 

axios.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up