გერმანიამ გამოაცხადა პროგრამის დასრულება, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს შესაძლებლობას აძლევდა უკრაინული გრივნის ბანკნოტები ევროზე ფიქსირებული კურსით გადაცვალათ. აღნიშნულის შესახებ გერმანიის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„ფინანსთა ფედერალური სამინისტრო და გერმანიის ბუნდესბანკი შეთანხმდნენ უკრაინის ეროვნულ ბანკთან გრივნის ევროზე გაცვლის პროგრამის შეწყვეტის შესახებ“, - ნათქვამია ანგარიშში.
პროგრამა თავის დროზე უკრაინიდან ლტოლვილების დასახმარებლად ამოქმედდა. საწყის ეტაპზე მასზე მოთხოვნა დიდი იყო, შემდეგ კი მკვეთრად დაეცა და ტრანზაქციების რაოდენობა ახლა ძალიან მცირეა.
გერმანიის საბანკო ინდუსტრიის კომიტეტი (Deutsche Kreditwirtschaft) და მისი წევრი ბანკები და შემნახველი ბანკები, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მიიღებენ და გაცვლიან გრივნას არაუგვიანეს 2022 წლის 30 ოქტომბრისა, მათი გახსნის საათებიდან გამომდინარე.
უმეტეს შემთხვევაში, გაცვლის ბოლო საბანკო დღე 28 ოქტომბერი იქნება.