გერმანია რუსეთისთვის სანქციების გაფართოების და SWIFT-დან Sberbank-ის გათიშვის წინააღმდეგია

გერმანია რუსეთისთვის სანქციების გაფართოების და SWIFT-დან Sberbank-ის გათიშვის წინააღმდეგია

access_time2022-03-10 09:30:00

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მორიგ სანქციებს ამზადებს. Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთის ენერგოსექტორისა და უდიდესი ბანკის მიმართ შეზღუდვების გაძლიერების მთავარი მოწინააღმდეგე გერმანიაა.

გამოცემა დიპლომატებსა და მის მიერ გაცნობილ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ ბერლინი წინააღმდეგობას უწევს Sberbank-ის SWIFT-დან გათიშვას.

Sberbank, რომელზეც რუსეთის საცალო დეპოზიტების დაახლოებით ნახევარი მოდის, SWIFT-დან გაძევებულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის არ მოხვდა, რადგან ის რუსული ენერგიის იმპორტის გადახდისთვის ერთ-ერთი მთავარი შუამავალი ბანკია. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მოითხოვენ, რომ სანქციების სია გაფართოვდეს, რადგან რუსეთი აძლიერებს უკრაინაზე თავდასხმას.

დოკუმენტების მიხედვით, დიპლომატიური შეხვედრების დროს, გერმანია ამ ნაბიჯის გამო, სხვა ქვეყნებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. კანცლერი ოლაფ შოლცი ასევე საჯაროდ გამოვიდა სიტყვით და ისაუბრა თავშეკავებაზე იმ სანქციების მიმართ, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ენერგიაზე.

მან მიმდინარე კვირაში თქვა, რომ რუსეთიდან ენერგიის იმპორტის აკრძალვას არ ემხრობა, რადგან ნავთობისა და გაზის მიწოდებას ევროპული ეკონომიკისთვის "არსებითი მნიშვნელობა" აქვს.

მას შემდეგ, რაც გერმანიამ პირობა დადო, რომ უკრაინას იარაღს მიაწვდის და ქვეყნის თავდაცვის ხარჯების გაზრდის, ქვეყანა კვლავ ხდება კრიტიკის ობიექტი, რადგან ის ცდილობს დაიცვას თავისი ეკონომიკა, რომლის ენერგომომარაგება დიდწილადაა რუსეთზე დამოკიდებული.

"გერმანიამ გმირობა ჩაიდინა? არა, თქვენ ძალიან ცოტას აკეთებთ",- ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გერმანულ გაზეთთან ინტერვიუში.

ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ დამატებითი ფინანსური სანქციების შესახებ დისკუსიები მიმდინარეობს და არაფერია გამორიცხული.


ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა თქვა, რომ დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები, მათ შორის იტალია, SWIFT-თან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს, თუ ეს ევროკავშირის ერთიანი პოზიცია იქნება. ერთ-ერთი წყაროს თქმით, ამ ზომას ევროკავშირის სხვა მაღალჩინოსნები ასევე მხარს დაუჭერენ.

ევროკავშირის დიპლომატებისა და ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, გერმანიამ ასევე გამოთქვა შეშფოთება პორტებზე წვდომის შეზღუდვის ინიციატივასთან დაკავშირებით, რადგან ამ ზომამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ისეთი საქონლის ვაჭრობას, რომელიც არ არის სანქცირებული.

გერმანია და სხვები ქვეყნები ასევე ეწინააღმდეგებიან ევროკავშირს, რომ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი ბლოკმაც აკრძალოს. ევროპული ქვეყნები უფრო მეტად არიან დამოკიდებული რუსულ საწვავზე, ვიდრე აშშ, რის გამოც მთავრობები ღელავენ, რას მოუტანს ეს ნაბიჯი ქვეყანაში ბიზნესს და მომხმარებლებს.

დღეს ნავთობი კიდევ გაძვირდა და ბარელზე $126-ს გადააჭარბა. უკრაინაში შეჭრის შემდეგ ნიუ-იორკში ფიუჩერსები 35%-ზე მეტად გაიზარდა. ევროკომისიის ცნობით, ევროპის ნავთობის იმპორტის მეოთხედზე მეტი რუსეთზე მოდის.

ევროკავშირის აღმასრულებელი უწყება აღნიშნავს, რომ ევროპას ნავთობისა და ქვანახშირის უფრო მეტი პოტენციური ალტერნატივა აქვს, ვიდრე გაზის. რუსეთი ევროკავშირის მთლიანი მოხმარების 40%-ზე მეტს უზრუნველყოფს.


წყარო: Bloomberg, businessformula.ge




თეგები:
სანქციები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up