გერმანია საიმიგრაციო წესებს ცვლის - CNBC

გერმანია საიმიგრაციო წესებს ცვლის - CNBC

access_time2023-03-29 13:00:23

გერმანია მზად არის მიიღოს ახალი კანონი, რომელიც უცხოელებს გერმანიის მოქალაქეობის მიღებას გაუადვილებს, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის შემცირებული სამუშაო ძალის გაზრდას. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.


კანონპროექტი, რომელიც დეპუტატებს უახლოეს თვეებში წარედგინება, საშუალებას მისცემს მოქალაქეობაზე განაცხადი გერმანიაში ცხოვრების 5 წლის გასვლის შემდეგ გააკეთონ, ნაცვლად 8 წლისა. მათ, ვინც განსაკუთრებული ძალისხმევა გამოიჩინეს ინტეგრაციისთვის, მაგალითად, გერმანული ენა შეისწავლეს, მოქალაქეობის მიღებას 3 წელში შეეძლებათ.

 

ახალი კანონპროექტის მიხედვით, არაევროკავშირის ქვეყნებიდან მიგრანტებისთვის ორმაგი მოქალაქეობის შეზღუდვაც მოიხსნება. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აღარ მოუწევთ თავიანთი ქვეყნის ეროვნების დათმობა. ამჟამად, მხოლოდ ევროკავშირის პასპორტის მქონე პირებს ან მათ, ვისაც ერთი მშობელი ჰყავთ გერმანიიდან, შეუძლიათ მიიღონ გერმანიის მოქალაქეობა.

 


იმავდროულად, საიმიგრაციო რეფორმა კანადის ქულების სისტემას ეფუძნება, რაც  კვალიფიციურ მუშაკებს ქვეყანაში შესვლას გაუადვილებს და აღარ იქნება საჭირო გერმანიაში აღიარებული პროფესიული კვალიფიკაციის სერტიფიკატი. ამის ნაცვლად, საკმარისი იქნება სამუშაო გამოცდილების ქონა.


სოციალურად პროგრესული პოლიტიკის მიზანი, მოსახლეობის დაბერებისა და შრომის დეფიციტის დასაბალანსებლად, ყოველწლიურად 400 000 კვალიფიციური უცხოელი მუშახელის მოზიდვაა.


„გერმანია, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა დღეს, განიცდის უზარმაზარ დემოგრაფიულ ზეწოლას და მიზნად ისახავს უფრო მაღალკვალიფიციური მუშაკების მიღებას, რათა შეცვალოს დაბერებული მოსახლეობა“, განუცხადა CNBC-ს მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტის ასოცირებულმა დირექტორმა ნატალია ბანულესკუ-ბოგდანმა.


თეგები:
გერმანია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up