გერმანია უკრაინიდან სარკინიგზო „მარცვლოვანი ხიდის“ გაშვებას გეგმავს

გერმანია უკრაინიდან სარკინიგზო „მარცვლოვანი ხიდის“ გაშვებას გეგმავს

access_time2022-05-01 14:19:54

გერმანიის სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების ოპერატორი DB Cargo აწარმოებს მოლაპარაკებებს უკრაინის, პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის და რუმინეთის სარკინიგზო ადმინისტრაციებთან ე.წ. „ხორბლის ხიდის“ შექმნასთან დაკავშირებით. ამის შესახებ სარკინიგზო ჟურნალი Railway Supply იუწყება.

როგორც პორტალი წერს, ვინაიდან რუსებს ბლოკირებული აქვთ უკრაინის პორტები, აუცილებელია საზღვაო ტრანსპორტის ჩანაცვლება სარკინიგზო ტრანსპორტით. საუბარია დაახლოებით 20000 მატარებლის მიმოსვლის უზრუნველყოფაზე, რათა უკრაინული ხორბალი გადაიზიდოს ადრიატიკის ან ჩრდილოეთის ზღვის პორტებამდე, იქიდან კი გემებით რეგიონებში, სადაც მოთხოვნილებაა ამ პროდუქტზე.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, DB Cargo გეგმავს ომის დროს უკრაინაში სოფლის მეურნეობის წარმოების დახმარებას და საზღვაო ტრანსპორტის ნაკლებობის შეცვლას (პორტები დაბლოკილია რუსეთის მიერ). Deutsche Bahn-ის სპიკერმა დაადასტურა, რომ "ამის გეგმები არსებობს".

ინდუსტრია 20000-მდე მატარებლის მაჩვენებელზე საუბრობს. თითოეულ მათგანს შეუძლია 52-მდე კონტეინერის ან რამდენიმე ათასი ტონა ტვირთის გადატანა.

გეგმა ასევე არის ევროკომისიასთან და გაეროსთან მოლაპარაკებების ნაწილი. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა უკვე გააფრთხილა მსოფლიო უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო შიმშილის საფრთხეზე.


ეგრეთ წოდებულ მარცვლოვან ხიდს ორი ასპექტი აქვს: ერთის მხრივ, მიწოდება გადამისამართებულია საზღვაო ტრანსპორტიდან რკინიგზაზე. მეორე მხრივ, უკრაინამ დაიწყო თესვის კამპანია, რისთვისაც სჭირდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა (სათადარიგო ნაწილებიდან ახალ ტრაქტორებამდე), მარცვლეულის კომბაინები და ა.შ.

უკრაინულ მარცვლეულზე დიდადაა დამოკიდებული ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ეთიოპია, ლიბანი და ინდონეზია. 

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ ახლა დაამტკიცა 430 მილიონი ევრო გლობალური შიმშილის კრიზისის საპასუხოდ. 

შეგახსენებთ, რომ DB Cargo-მ უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთით „რკინიგზის ხიდი“ გაუშვა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up