გერმანიამ შესაძლოა უკრაინის სამხედრო დახმარება 15 მილიარდ ევრომდე გაზარდოს.
გერმანიის ფედერალური მთავრობა უკრაინის სამხედრო დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს. საუბარია თანხის 3-დან 15 მილიარდ ევრომდე გაზრდაზე. ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის ფინანსთა სამინისტროს შიდა მოხსენებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბერლინმა 2,2 მილიარდი ევრო გამოყო უკრაინაში იარაღის მიწოდების დასაფინანსებლად, ასევე იარაღის სისტემების ხელახალი შეკვეთისთვის გადაცემული იარაღის ჩანაცვლებისთვის.
გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის განმავლობაში ეს თანხა 5,4 მილიარდ ევრომდე უნდა გაიზარდოს, მომდევნო წლებში კი კიდევ 8,8 მილიარდი ევრო იქნება გამოყოფილი.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების დიდი მატერიალური დანაკარგების გამო, საჭიროა ახალი მასალების მიწოდება. იმისათვის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აღიჭურვოს მდგრადი აღჭურვილობით, რომელიც აკმაყოფილებს მათ საჭიროებებს, სასწრაფოდ უნდა დაიდო შესყიდვის ხელშეკრულებები, რომლებიც დაადგენს გადახდის ვალდებულებებს მომავალი ფინანსური წლებისთვის“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტში.