გერმანიის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკომისიის გეგმას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის სახმელეთო მარშრუტების გაფართოებაში ინვესტირებაზე აქტიურად უჭერს მხარს, იუწყება BILD.
ირკვევა, რომ გერმანიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჯემ ოზდემირმა მაღალი შეფასება მისცა ევროკომისიის და საერთაშორისო განვითარების ბანკის განზრახვას, უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტისთვის მიწის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 1 მილიარდი ევროს გამოყოფაზე.
”ეს ალტერნატიული მარშრუტები გახდება რეალური სამაშველო გზები: სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი უზრუნველყოფს უკრაინას მნიშვნელოვან შემოსავალს, ასტაბილურებს მსოფლიო ბაზრებს და ამით გადაარჩენს მილიონობით მშიერ ადამიანს მთელს მსოფლიოში”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელმა გერმანულ მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში.