„გერმანიის ნაოსნობის და ჰიდროგრაფიის ფედერალურმა უწყებამ ქვეყნის ეკონომიკურ ზონაში რუსულ გაზსადენების „ჩრდილოეთ ნაკადი 2- ის“-ის მშენებლობის საბოლოო ნებართვა გასცა“ - ნათქვამია რეგულატორის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მაისის დასაწყისში მშენებლობა თვის ბოლომე გერმანული ეკოლოგიური ორგანიზაციის „NABU„-ს საჩივრის საფუძველზე შეჩერდა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ გაზსადენი მფრინველების მარშრუტებზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს დაბალტიის ზღვის ფსკერზე ფაუნას დააზიანებს.
უწყებამ ეკოლოგების საჩივარი განიხილა, შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მშენებლობა არც მფრინველებზე და არც არც ფაუნაზე ნეგატიურად არ იმოქმედებს.
ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები დანიის ტერიტორიულ წყლებში მიმდინარეობს, სადაც 120 კილომეტრია დასასრულებელი. დღეიდან მუშაობა გერმანიაშიც განახლდა, სადაც მხოლოდ 30 კილომეტრი დარჩა.
მილსადენის მშენებლობის დასრულება 2019 წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა, თუმცა, ამერიკული სანქციების გამო პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხდა. იანვარში სააგენტო „Bloomberg“-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაზსადენის ოპერატორი „Nord Stream 2 AG“ სამუშაოებს დანიაში მაისი ბოლო დღეებში, ხოლო გერმანიაში ივნისის ბოლოს დაასრულებს.
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრ ნოვაკის თქმით, პროექტი 95%-ით დასრულებულია და მილი 2021 წელს ამუშავდება.
ინფორმაცია რუსეთის ელჩმა გერმანიაში სერგეი ნეჩაევმა დააზუსტა. მისი თქმით, სამშენებლო სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
„ვიმედოვნებ, რომ გაზსადენი 26 სექტემბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე მზად იქნება. ამ ეტაპზე ძალიან დიდი მნიშველობა ამინდს აქვს, როდესაც ის უმჯობესდება, სამუშაო უფრო მაღალ ტემპში მიმდინარეობს. სულ 100 კილომეტრის ათვისება დაგვრჩა“ - განაცხადა ნეჩაევმა.
წყარო:.rbc.ru