გერმანიამ ხელახლა გახსნა ნახშირზე მომუშავე რამდენიმე ელექტროსადგური, "უპრეცედენტო" ენერგეტიკული კრიზისთან საბრძოლველად. ამის შესახებ წერს Bloomberg.
გამოცემა წერს, რომ გერმანია ახლა სულ მცირე ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპით წვავს წიაღისეულსს ელექტროენერგიის წარმოებისთვის.
გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, ქვეყანა ახლა ელექტროენერგიის მესამედზე მეტს გამოიმუშავებს სწორედ ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებიდან. ასევე, მესამე კვარტალში ნახშირის გენერაციით მიღებული ელექტროენერგიის ოდენობა გაზრდილია 13,3%-ით წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით.