გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადაეცა. ამის შესახებ ინტერპრესნიუსი წერს.
გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე სამხედრო დახმარების სრული სია გამოქვეყნდა. ახალი პაკეტი მოიცავს Biber-ის ტიპის 6 ხიდის გამდებ ტანკს, პირველადი სამედიცინო დახმარების 20 000 კომპლექტს, 8 ერთეულ Zetros სატვირთო მანქანას და ზამთრის შენიღბვის 10 ბადეს.
ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ გერმანიის მთავრობა უკრაინის არმიისთვის GEPARD-ის 300 000 ვაზნის გადაცემას გეგმავს. უსაფრთხოების მიზნით, ტრანსპორტირების მეთოდებისა და თარიღების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება, წერს ინტერპრესნიუსი.