გერმანია მომავალ ზამთარს რუსული გაზის გარეშე ვერ გადაიტანს. ახლა ქვეყანაში გაზსაცავი მხოლოდ 65%-ითაა სავსეა, მარაგების შევსება Nord Stream 1-ის მეშვეობით საჭიროა.
ასეთი განცხადებები გააკეთა ქსელების ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელმა კლაუს მიულერმა Bild am Sontag-თან ბოლო ინტერვიუში.
"გაზის საცავი სავსეა თითქმის 65 პროცენტით. ეს უკეთესია, ვიდრე წინა კვირებში, მაგრამ რუსული გაზის გარეშე ზამთრის გადატანისთვის საკმარისი არ არის" - თქვა მიულერმა.
ოფიციალური პირის თქმით, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული Nord Stream 1 მილსადენის გავლით მიწოდების რაოდენობაზე.
შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ გერმანიას შეეძლო შეეჩერებინა გაზის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში, თუ დეფიციტს იგრძნობდა.
10 ივლისს კანადა დათანხმდა Nord Stream 1-ის ტურბინის დაბრუნებას, რომელიც სანქციების გამო მონრეალში იყო ჩარჩენილი. ქვეყანამ ასევე დაამტკიცა მილსადენის აღჭურვილობის შეკეთება ორი წლის განმავლობაში.
15 ივლისს კი გერმანიამ გამოაცხადა, რომ შეწყვეტს რუსული ნახშირისა და ნავთობის შესყიდვას.