გერმანიაში მასშტაბური გაფიცვა მიმდინარეობს, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია. ქვეყანაში სარკინიგზო კომუნიკაცია პარალიზებულია, ბევრ ფედერალურ შტატში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, თითქმის ყველა რეისი გაუქმებულია ჰამბურგის, დრეზდენის, დიუსელდორფისა და მიუნხენის აეროპორტებში. მხოლოდ ბერლინის აეროპორტი აგრძელებს მუშაობას. ორშაბათს გააუქმეს Deutsche Bahn-ის სარკინიგზო კონცერნის თითქმის ყველა საქალაქთაშორისო რეისი.
გაფიცულები ხელფასების გაზრდას ითხოვენ. საყოველთაო გაფიცვა სამშაბათს 00:00 საათზე დასრულდება.