გერმანიაში ჩაატარეს გამოკითხვა, თუ რას გააკეთებდნენ მოქალაქეები ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში. BILD-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის თანახმად, კვლევისას YouGov-ის სოციოლოგებმა 2000 ზრდასრულ ამომრჩეველს დაუსვეს შეკითხვა: „დავუშვათ, არის გერმანიაზე სამხედრო თავდასხმის ნიშნები, შედარებული რუსეთის თავდასხმასთან უკრაინაზე, რომელიც 2022 წლის თებერვალში დაიწყო, როგორ ფიქრობთ, რას გააკეთებდით პირადად ასეთ სიტუაციაში?”.
პასუხების მიხედვით:
▫️5% სამხედრო სამსახურში მოხალისედ წავიდოდა,
▫️6% მოელის, რომ ომის შემთხვევაში მას ეროვნული თავდაცვისთვის მიზნით გამოიძახებენ,
▫️33% შეეცდება განაგრძოს ნორმალური ცხოვრების წესი, როგორც ეს შესაძლებელია ომის შემთხვევაში ▫️24% დატოვებს ქვეყანას რაც შეიძლება მალე (ეს პროპორცია უფრო მაღალია ახალგაზრდა თაობაში)
კითხვაზე, იცოდნენ თუ არა რესპონდენტებმა ცეცხლსასროლი იარაღის მოხმარება, მონაწილეთა 23%-მა უპასუხა „კი“ და 74%-მა „არა“. გამოკითხულთა 3%-მა პასუხი არ გასცა.