გერმანიას მოუწევს ვლადიმერ პუტინის დაპატიმრება, თუ ის გერმანიის ტერიტორიაზე შევა და თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო სახელმწიფოებს სთხოვს გადაწყვეტილების აღსრულებას. ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა განაცხადა.
„მე ველი, რომ ICC სწრაფად მიმართავს ინტერპოლს, ასევე ხელშეკრულებაზე ხელმომწერ სახელმწიფოებს და სთხოვს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას“, - განაცხადა ბუშმანმა.
17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.