გერმანიაში „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობაა

გერმანიაში „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობაა

access_time2022-01-12 20:00:07

გერმანიის მმართველ წრეებში რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ირგვლივ აზრები გაიყო - ეს აშკარად ჩანს როგორც ფედერალურ, ასევე რეგიონულ დონეზე.

 


მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა პროექტი მკაცრად გააკრიტიკა, თუმცა მის მოსაზრებებს ბევრი მოწინააღმდეგე გაუჩნდა. კერძოდ, ბავარიის პრემიერ-მინისტრმა მარკუს ზედერმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამოქმედების შეფერხება პირველ რიგში თავად გერმანიას აზარალებს.

 


მან ასევე ფედერალური ხელისუფლება „მიამიტურ საგარეო პოლიტიკაში“ დაადანაშაულა, განსაკუთრებით კი, რუსეთთან მიმართებით.

 


„ბზარებზე საგარეო პოლიტიკაში“ საუბრობს ასევე ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტში იურგენ ჰარდტი. მისი თქმით, სოციალ-დემოკრატებს, მწვანეებს და ლიბერალებს არ გააჩნიათ ერთიანი აზრი საგარეო პოლიტიკის საკითხებში - ეს პირველ რიგში ეხება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავების საკითხს.

 


მაგალითად, სოციალ-დემოკრატები გაზსადენს მხოლოდ ეკონომიკურ პროექტად აფასებენ, მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი მის სტრატეგიულ როლს აღნიშნავს.


 


2 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გერმანია, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მზადაა გაზსადენს სანქციები დაუწესოს. შესაბამისი ინიციატივა წარადგინა „მწვანეთა პარტიის“ დეპუტატმა ომიდ ნურიპურმა.

 


5 იანვარს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს. შეხვედრის შემდეგ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ გაზსადენი არის პოლიტიკური იარაღი ევროპის წინააღმდეგ და მისი ამოქმედება ნაკლებად სავარაუდოა უკრაინის საზღვარზე კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში.

 


თავის მხრივ,  ბერბოკმა გაიხსენა, რომ აშშ და გერმანია შეთანხმდნენ ეფექტური ზომების მიღებაზე იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი გაზის მიწოდებას პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს.

 


მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ირგვლივ შექმნილი კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია დიალოგი „ნორმანდიულ ფორმატში“.

 


4 იანვარს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ერთ-ერთი აქციონერის, გერმანული Uniper-ის გენერალურმა დირექტორმა კლაუს-დიტერ მაუბახმა განაცხადა, რომ გაზსადენის სერტიფიცირება შესაძლოა 2022 წლის მეორე ნახევრამდე დასრულდეს.

 


„ვიმედოვნებთ, რომ პროექტის ამუშავება ევროპის ბაზარზე შექმნილი გაზის დეფიციტის დაძლევას ხელს შეუწყობს“, - განაცხადა მან.

 

Lenta.ru





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up