გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რუსული ენერგო კონცერნების გაზპრომისა და როსნეფტის შვილობილი საწარმოების ნაციონალიზაციის შესაძლებლობებს აანალიზებს. ამის შესახებ ხუთშაბათს გერმანული ეკონომიკური გამოცემა Handelsblatt სამთავრობო წრეებიდან წყაროებზე დაყრდნობით წერდა.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
ასეთი ნაბიჯის მიზეზი, რომლის შესახებაც, ჟურნალისტების მონაცემებით, ინფორმირებულია კანცლერი ოლაფ შოლციც, კრიზისული ვითარების შემთხვევაში ენერგიის მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფაა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გერმანიის ენერგო უზრუნველყოფისათვის.
კომპანია Gazprom Germania გერმანიაში მსხვილი გაზსაცავების ოპერატორია. Rosneft Deutschland, როგორც გერმანიის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ოპერატორი, საკვანძო როლს ასრულებს ბენზინის, დიზელისა და ნავთის ბაზარზე. „გერმანიის ენერგეტიკულ ბაზარზე ეს ორი კომპანია შეუცვლელია“, – წერს Handelsblatt.