გერმანიის ბუნდესრატმა დაამტკიცა გაზისა და ელექტროენერგიის ე.წ. ღონისძიება, რომელსაც წინა დღეს ბუნდესტაგმა დაუჭირა მხარი. ამით ენერგეტიკული კრიზისის დროს მოქალაქეების ფინანსური ტვირთი შემცირდება.
გერმანული ოჯახებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაზზე "ფასის მუხრუჭი" 2023 წლის მარტიდან ამოქმედდება. იანვარსა და თებერვალში ეს ღონისძიება რეტროსპექტულად გავრცელდება. ფიზიკური პირებისთვის გაზის ღირებულება კილოვატ საათზე 12 ცენტამდე შეიზღუდება და მცირე კომპანიებისთვის - 40 ცენტამდე.
მხარდაჭერის ღონისძიება 2022 წელს შინამეურნეობების მიერ მოხმარებული გაზისა და ელექტროენერგიის 80%-ს მოიცავს. ამ მოცულობის ზემოთ კი მოქალაქეები საბაზრო ფასს გადაიხდიან.
"ფასის მუხრუჭი" 2024 წლის აპრილამდე იმოქმედებს.