გერმანელები შეშფოთებულები არიან. როგორც BILD-ი იტყობინება, შემოდგომაზე, რამდენიმე გერმანული ლუდსახარში იძულებული გახდა შეეწყვიტა წარმოება, რადგან ენერგომატარებლების ფასების ზრდის ფონზე ლუდის წარმოება წამგებიანი გახდა. მათ, ვინც ბაზარზე დარჩნენ, სასმელის ფასის გაძვირება მოუწიათ: საშუალოდ, ქვეყანაში ერთი ჭიქა ლუდი ახლა ხუთი ევრო ღირს, მაგრამ მალე მისი ღირებულება შეიძლება ექვსამდე გაიზარდოს. ლუდსახარშები შიშობენ, რომ კლიენტებს დაკარგავენ.
ექვსი ევრო ლუდზე პაბში არის ჩვენი ინდუსტრიის დასასრული, - ამბობს Dinkelacker ლუდსახარშის დირექტორი კრისტიან დინკელაკერი. მისი დაკვირვებით, გერმანულ ბარებში უკვე ნაკლები ვიზიტორია. მაგრამ ლუდსახარშებსაც არ შეუძლიათ ფასების შენარჩუნება იმავე დონეზე, რადგან მათ უწევთ მეტი გადაიხადონ გაზზე, რომელზეც ლუდსახარშების უმეტესობა მუშაობს.
სტატისტიკის ფედერალური სამსახურის მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში გერმანიაში ლუდის ფასი 9%-ით გაიზარდა. და ეს არ არის ზღვარი. ფასების ზრდის დადებითი ეფექტი კი შეიძლება იყოს ის, რომ ქვეყანაში ალკოჰოლის მოხმარება შემცირდება.