Euronews-ის ცნობით, ომიკრონის ახალი შტამის გავრცელების გამო, გერმანიის ხელისუფლება სადღესასწაულო ფეიერვერკების გაყიდვას ზედიზედ მეორე წელია, კრძალავს. თუმცა მარაგში უკვე არსებული ფეიერვერკის გამოყენება ნებადართულია, ამიტომ მოყვარულები მათ შესაძენად მეზობელ ქვეყნებში გადადიან.
ტელეკომაპნია იუწყება, რომ გერმანიასთან საზღვარზე, დანიის სონებორგში პიროტექნიკის გამყიდველებისგან გერმანელი სტუმრები, საშუალოდ, 400-500 ევროს ფეიერვერკს ყიდულობენ. დანიის მხარე იუტლანდიაში ფეიერვერკების მყიდველები ჰამბურგიდან, ჰანოვერიდან, ბრემენიდან, როსტოკიდან და დიუსელდორფიდან ჩადიან, რომლებიც პიროტექნიკის მაღაზიათა მომხმარებლების 65%-ს შეადგენენ.
გერმანელი ექიმები მოქალაქეებს დაჟინებით მოუწოდებენ, რომ ფეიერვერკი არ მოაწყონ, რადგან კორონავირუსის გამო, ინტენსიური თერაპიის განყოფილებები წელსაც გადატვირთულია.
bpn.ge