გერმანიაში ყოველწლიურად 11 მილიონი ტონა საკვები ნაგავში იყრება. საკვები ნარჩენების თითქმის 60% მოდის კერძო ოჯახებზე და არა კვების ობიექტებზე. ასეთ სტატისტიკას გერმანიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტები იძლევიან. მათ გამოთვალეს დაადგინეს, რომ ყოველწლიურად ყოველი გერმანელი 78 კგ საკვებს ყრის.
აღნიშნულთან ბრძოლა საკუთარ თავზე მომხმარებელთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე პიტერ ჰაუკმა აიღო. მან აღნიშნა, რომ უმეტეს შემთხვევაში ვადაგასული პროდუქტები იგზავნება სანაგვეში, თუმცა ბევრი მათგანი ჯერ კიდევ საკვებად ვარგისია. ეს განსაკუთრებით ეხება პროდუქტებს, როგორიცაა, მაგალითად, მარილი, მარცვლეული ან სხვადასხვა დაკონსერვებული საკვები.
ამასთან დაკავშირებით ჰაუკი გვთავაზობს გაუქმდეს ცნება „შენახვის ვადა“ და მის ნაცვლად შეფუთვაზე ჩაიწეროს წარმოების თარიღი ან ფრაზა „პროდუქტის ხარისხი გარანტირებულია ...მდე“. შესაბამისი წინადადება სოფლის მეურნეობის მინისტრს უკვე გაეგზავნა, წერს FAZ.