გერმანიაში სატრანსპორტო კომპანია ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა

გერმანიაში სატრანსპორტო კომპანია ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა

access_time2023-02-17 10:30:06

გერმანულმა სატრანსპორტო კომპანია Cargo Truck Direct-მა (CTD) თავისი თანამშრომლისთვის ოთხდღიანი სამუშაო კვირა შემოიღო.


როგორც გერმანული მედია წერს, Cargo Truck Direct-ის ხელმძღვანელობამ ექსპერიმენტის ჩაეტარებინა გადაწყვიტა, რომლის მიზანიც კომპანიაში პროდუქტიულობის ზრდა, ავადმყოფობის დღეების შემცირება და იმის შეფასება იყო, შეიძლება თუ არა მუშაობის ეს სისტემა მთელ გერმანიაში დაინერგოს.


„ჩვენ გვინდა დავუბრუნოთ თანამშრომლებს, რაც მათ აქვთ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი - დრო“, - განაცხადა Cargo Truck Direct-ის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა ანდრეას ჰონკემ.



8 კვირიან საცდელ პერიოდში კვირაში სამუშაო საათების რაოდენობა 45-დან 40-მდე შემცირდა, თანამშრომელთა ყოველთვიური ხელფასი კი იგივე დარჩა. ამასთან, ცვლილებები ისე იყო დაგეგმილი, რომ კომპანიის მომხმარებელს ცვლილებები არ შეემჩნიათ. CTD ხაზს უსვამს, რომ ეს ეტაპი მოითხოვს ძალიან ფრთხილად დაგეგმვას.


„ეს იყო გამოწვევა, მაგრამ რადგან ჩვენ ვართ ცნობილი ინოვაციებით, ვართ პირველები, ვინც ამ გზას ვადგავართ და კმაყოფილი ვართ ჩვენი დაგეგმვის შედეგით. ტესტირების ფაზის შემდეგ ოთხდღიანი სამუშაო კვირის გაგრძელება დამოკიდებულია პერსონალის კმაყოფილებაზე. ეს მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენს გადაწყვეტილებაში. პირველი კვირების შემდეგ რეაქცია კარგია. მე ნამდვილად მომეწონა პირველი კვირა“, - აღნიშნა Cargo Truck Direct-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მუჰამეტ ალტინდასმა.


ექსპერიმენტს დადებითად ეხმაურებიან კომპანიის თანამშრომლებიც.


„იდეა ძალიან კარგია. ახლა მეტი დრო მაქვს ჩემი ჰობისთვის, აქ კი სამსახურში მეტი ენერგია მაქვს და შემიძლია უკეთესად გავამახვილო ყურადღება ჩემს ამოცანებზე“, - განაცხადა კომპანიის ადმინისტრატორმა


თეგები:
გერმანია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up