ირაკლი ბენდელიანი: დედაქალაქის   ურბანული განვითარების მასშტაბურ გეგმებს შორისაა აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, რუსთაველის, მელიქიშვილისა  და ქეთევან დედოფლის გამზირების  რეაბილიტაცია

ირაკლი ბენდელიანი: დედაქალაქის ურბანული განვითარების მასშტაბურ გეგმებს შორისაა აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, რუსთაველის, მელიქიშვილისა და ქეთევან დედოფლის გამზირების რეაბილიტაცია

access_time2021-09-09 22:00:00

„კახა კალაძის საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული თბილისის ურბანული პოლიტიკის პროექტების ფარგლებში, შემდეგი 4 წლის განმავლობაში, კაპიტალური რეაბილიტაცია დედაქალაქში 5 ძირითად გამზირსა და 1000-მდე ქუჩას ჩაუტარდება“,-ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო პროგრამის ურბანული პოლიტიკის პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.



მისი თქმით, რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ბოლო ორი წლის მანძილზე პანდემიის გამო იყო შეჩერებული, შემდეგი 4 წლის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება.



„შემდეგი 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს ყველა მსხვილი გამზირისა თუ ქუჩის რეაბილიტაცია. როდესაც რეაბილიტაციაზე ვსაუბრობთ, აქ ავტომატურად იგულისხმება არა მხოლოდ ასფალტის საფარის მოწყობა, არამედ როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული რეაბილიტაცია. პირველი ასეთი პროექტი არის აკაკი წერეთლის გამზირი, რომელიც დამეთანხმებით, რომ ნამდვილად სავალალო მდგომარეობაშია იქ არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების მწყობრიდან გამოსვლის გამო. ვაჟა-ფშაველას გამზირი ერთ-ერთი ცენტრალური გამზირია ქალაქისთვის. ასევე, რუსთაველის გამზირი, რომელიც განსაკუთრებულია ჩვენი ქალაქისთვის თავისი ისტორიულობისა და სილამაზიდან გამომდინარე. ასევე, მელიქიშვილისა და ქეთევან დედოფლის გამზირი, რომლის ტენდერი უკვე დასრულებულია, გვყავს გამარჯვებული კომპანია და უახლოეს პერიოდში დაიწყება ამ გამზირის რეაბილიტაცია. ამას გარდა, არის ბელიაშვილის, გოძიაშვილის და უნივერსიტეტის, კრწანისის ქუჩები და კოჯრის გზატკეცილი. ეს გამზირები, ქუჩები და გზატკეცილები არის ის მსხვილი ობიექტები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის“, - განაცხადა მერის მოადგილემ.




როგორც ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თბილისის შემოერთებული ტერიტორიებზეც გაგრძელდება. მისივე თქმით, საგზაო და მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ დიღმისა და, ასევე, დედაქალაქის სხვა დასახლებებშიც განხორციელდება.



„როდესაც ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, ავტომატურად იგულისხმება როგორც წყალარინების, წყალმომარაგების, ასევე, სანიაღვრე ქსელების მოწესრიგება. როგორც წესი, საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივ ყველაზე დიდი პრობლემები გვაქვს შემოერთებულ ტერიტორიებზე და გარეუბნებში. ეს არის სოფელი დიღომი, ავჭალის დასახლება, ივერთუბანი და აფრიკის დასახლება. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის პრიორიტეტული რაიონი და უბნები არ არსებობს. ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რაც კონკრეტულად იმ უბანში არსებობს. ამის ნათელი მაგალითია კაიროს დასახლება, სადაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდით და სადაც გზის სრული რეაბილიტაცია ჩატარდა. ჩვენ ნამდვილად გრანდიოზული გეგმები გვაქვს ამ მიმართულებით და დარწმუნებული ვარ მათ განხორციელებაში. უნდა აღვნიშნო, რომ გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ამ მიმართულებას. ამ წლების განმავლობაში 5 400 000 კვ.მ. გზის საფარი მოეწყო და განახლდა“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.


ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up