ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გერმანიაში შეგროვებული ველური სოკოს ნიმუშების 95% კვლავ 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფის შედეგად გამოყოფილი რადიოაქტიური ნივთიერებებით არის დაბინძურებული, თუმცა ის მისაღებ ფარგლებშია. გერმანიის სურსათის უვნებლობის სამსახურის მონაცემებს Reuters ავრცელებს.
მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სურსათის უვნებლობის ფედერალურ სამსახურში (BVL) აცხადებენ, რომ ცეზიუმ-137 და ცეზიუმ-134 იზოტოპების მომატებული კონცენტრაცია განსაკუთრებით სამხრეთ გერმანიაში იქნა ნაპოვნი.
ამავდროულად, ტესტირებული 74 ნიმუშიდან კილოგრამზე 600-ბეკერელიან ლეგიტიმურ ზღვარს არცერთმა არ გადააჭარბა.
ჩერნობილის რეაქტორმა ატმოსფეროში ტონობით ბირთვული ნარჩენი ააფრქვია, რის შედეგადაც რადიოაქტიურობა მთელ კონტინენტზე გავრცელდა. ამან მეზობელ რეგიონებში კიბოს დაავადებათა აფეთქება გამოიწვია.
BVL-ის მონაცემებით, ველური სოკო, სხვა საკვებთან შედარებით, გაცილებით დიდხანს იქნება დაბინძურებული.
ბირთვული კატასტროფების გრძელვადიანმა შედეგებმა ბირთვული ენერგიის მიმართ საზოგადოების წინააღმდეგობა გამოიწვია. 2011 წელს იაპონიის ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ, გერმანიამ ბირთვული ენერგიის გამოყენებაზე მთლიანად უარი განაცხადა.
bpn.ge