პარასკევს გერმანიის მიუნხენისა და მაინის ფრანკფურტის აეროპორტების თანამშრომლების გაფიცვამ 1 300 რეისის გაუქმება გამოიწვია. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
აქციის მონაწილეები, რიგ შემთხვევებში, ხელფასების 500 ევროთი მატებას და შვებულების ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.
მიუნხენისა და მაინის ფრანკფურტის გარდა გაფიცვებია შტუტგარტის, ჰამბურგის, დორტმუნდის, ჰანოვერის და ბრემენის აეროპორტებშიც. გაფიცვა მიუნხენში ყოველწლიური უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის გახსნის დღეს ემთხვევა.
ქვეყენაში რეისების გაუქმებამ გერმანულ ავიაკომპანია Lufthansa-ს, მიმდინარე კვირაში, რიგით მეორე პრობლემა შეუქმნა. ოთხშაბათს, კომპიუტერული სისტემების მასიურმა შეფერხებამ გერმანიაში ათასობით რეისის შეფერხება ან გაუქმება გამოიწვია, რამაც ქვეყნის უდიდესი აეროპორტის - მაინის ფრანკფურტის პარალიზება გამოიწვია.