გერმანიის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 2023 წელს მშპ-ს 4,5% იქნება, რაც ორჯერ მეტია ვიდრე წინა პროგნოზი. ამის შესახებ გერმანიის ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ოფიციალურ დოკუმენტშია ნათქვამი.
ამავდროულად, დისბალანსი შენარჩუნდება მინიმუმ მომდევნო სამი წლის განმავლობაში. ბიუჯეტის დეფიციტი სავარაუდოდ 2024 წელს იქნება დაახლოებით 2%, ხოლო მომდევნო ორ წელიწადში 1.5%.
გაზრდილი დეფიციტის მიზეზი გახდა მოსახლეობისა და ეკონომიკის მხარდამჭერი ღონისძიებები, რომლებიც სახელმწიფომ გაზისა და ელექტროენერგიის გაძვირების შესაჩერებლად გაატარა. შესაბამისი პრობლემები, გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვია.
როგორც ირკვევა, იზრდება სახელმწიფო ვალიც. ვალის თანაფარდობა მშპ-ის მიმართ მომავალ წელს 70%-მდე გაიზრდება და შემდგომშიც მნიშვნელოვან ნიშნულზე დარჩება: 68.5%-ი 2024 წელს და 67.5%-ი 2025 წელს.
ენერგეტიკული კრიზისი ევროკავშირში გაუარესდა ივლისის დასაწყისში, როდესაც რუსეთიდან გაზის მიწოდების პირველი შეფერხებები გაჩნდა. ამის შემდეგ, ევროკომისიამ მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს მოემზადონ რუსეთის ფედერაციიდან მიწოდების სრული შეწყვეტისთვის და განახორციელონ გეგმა 1 აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტამდე გაზის მოხმარების ნებაყოფლობითი 15%-ით შემცირების შესახებ.