Bundesbank-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ენერგორესურსების ფასების ზრდა, რომელიც გამოწვეულია რუსეთის გაზის შემცირებით, შესაძლოა ინფლაციას 10%-ზე მაღალ ნიშნულზე აიყვანს. მისი თქმით, ინფლაცია 1951 წლის შემდეგ პირველად ორნიშნა დონეს აღწევს. ამის შესახებ FINANCIAL TIMES-ი წერს.
„2023 წელს ინფლაციის საკითხი არ აღმოიფხვრება“, - განაცხადა ნაგელმა. „სავარაუდოდ, მიწოდების შეფერხებები და გეოპოლიტიკური დაძაბულობა გაგრძელდება. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ რუსეთმა მკვეთრად შეამცირა გაზის მიწოდება და ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ფასები მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა“.
მან ასევე აღნიშნა, რომ ”იმატებს იმის ალბათობა, რომ ინფლაცია უფრო მაღალი იქნება, იყო პროგნოზირებული ”. მისი თქმით, აღნიშნული გადააჭარბებს ბუნდესბანკის ივნისის 2023 წლის ინფლაციის პროგნოზს, რომელიც 4,5 პროცენტს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვმა გააძლიერა ზეწოლა ენერგიის ფასებზე პარასკევს, როდესაც გამოაცხადა, რომ დახურავს Nord Stream 1 მილსადენს - ევროპისკენ მიმავალ ძირითად მილს - სამი დღით;
FT-ის ინფორმაციით გერმანიის ელექტროენერგიის ფასებმა ახალ რეკორდს მიაღწია, შვიდჯერ მეტი, ვიდრე ერთი წლის წინ.
სიცხის ტალღამ და მშრალმა პერიოდმა შეამცირა წყლის დონე რაინზე იმ დონემდე, რომლითაც შესაძლებელია ბარჟების სრულად ჩატვირთვა, რაც ზღუდავს ქარხნების მიწოდებას, რაც ეკონომისტების გაფრთხილებით, ასევე შეაფერხებს გერმანიის ზრდას წელს.
„თუ მიწოდების შემდგომი პრობლემები დაემატება არსებულ სიტუაციას წლის მეორე ნახევრის ეკონომიკური პერსპექტივები კიდევ უფრო გაუარესდება“, - თქვა ნაგელმა.
წყარო: ft.com