გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კოვიდსიტუაცია გაუმჯობესდა, თუმცა მიღწეულზე გაჩერება არ შეიძლება.
„როგორც ჩანს, მესამე ტალღა შეჩერებულია, თუმცა ახალი შემთხვევების სტატისტიკა მაღალი რჩება. დადებითი ტენდენცია უნდა განვამტკიცოთ. ეს არ გამოგვივა, თუ შეზღუდვების გაუქმებას დავაჩქარებთ“, - აღნიშნა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა.
თავის მხრივ, რობერტ კოხის ინსტიტუტის დირექტორმა, ლოტარ ვილერმა განაცხადა, რომ იმედი არსებობს, რომ მალე სიტუაციას სრულად გააკონტროლებენ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 3 491 988 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 84 410 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
imedinews.ge