2022 წლის მეოთხე კვარტლში გერმანიის ეკონომიკა მესამე კვარტალთან შედარებით 0.4% -ით შემცირდა, ამის შესახებ იტყობინება გერმანიის ფედერალური სტატისტიკის დეპარტამენტი.
დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გასული წლის პირველ სამ მეოთხედში, გერმანიის მშპ -მ ზრდა აჩვენა. პირველ კვარტალში ეკონომიკა 0.8%-ით გაიზარდა, მეორეში - 0.1%-ით, ხოლო მესამე - 0.5%-ით. ამასთან, წლის ბოლოს, ფასების მნიშვნელოვანმა ზრდამ და ენერგეტიკულმა კრიზისმა ძლიერი ზეწოლა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკაზე, რამაც ყველაზე მეტად იმოქმედა მომხმარებელთა ხარჯებზე.
სტატისტიკის დეპარტამენტი გერმანიაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მიზეზებად მსოფლიო ბაზრებზე მიწოდების ქსელის დარღვევას და ენერგიის მაღალ ფასებს ასახელებს, რამაც გამოიწვია ქიმიური პროდუქტების წარმოების შესუსტება.
სექტემბრის ბოლოს, გერმანიამ მთლიანად უარი თქვა რუსეთიდან გაზის მიღებაზე. რუსული ენერგიის გადამზიდავის ნაცვლად, ბერლინმა დაიწყო ნორვეგიიდან და ნიდერლანდებიდან გაზის ექსპორტი, ასევე გაზარდა თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) და ნახშირის მიწოდება.
Commerzbank-ის ეკონომისტმა რალფ სოლვენმა აღნიშნა, რომ მონეტარული პოლიტიკის გლობალური გამკაცრებით, შესამჩნევი ეკონომიკური აღდგენა არ არის მოსალოდნელი.