გაზის ფასების შემცირება იმის იმედს იძლევა, რომ ევროპა და გერმანია რეცესიის მართვასა და შემცირებასაც კი შეძლებენ, — ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ პანელზე გამოსვლისას განაცხადა.
რობერტ ჰაბეკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა უფრო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება უფრო მდგრადი ეკონომიკის შესაქმნელად.
„ევროპამ ფასი გადაიხადა გერმანიის რუსულ გაზზე დამოკიდებულებისთვის და შესაბამისად, ჩნდება ვალდებულება, რომ გერმანიამ თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ეკონომიკის ზრდაში“, - განაცხადა მან.