გერმანიის გაზმომარაგება ამჟამად უზრუნველყოფილია, თუმცა ვითარება დაძაბულია და არ არის გამორიცხული, მომავალში მდგომარეობის გაუარესება. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ გერმანიის ენერგეტიკულმა მარეგულირებელმა ორგანომ განაცხადა, მას შემდეგ, რაც რუსულმა ენერგოკომპანია „გაზპრომმა“ ევროკავშირს „ჩრდილოეთ ნაკადი1-ით“ გაზის მიწოდების შეწყვეტა გაუხანგრძლივა.
რუსეთს ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს უნდა განეახლებინა, თუმცა კომპანიაში განაცხადეს, რომ გაზის მიწოდება ვერ აღდგებოდა და ამის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელეს.
„რუსული მხარის მიერ დასახელებული დეფექტები არა რის ტექნიკური მიზეზი ოპერაციებს შესაჩერებლად“, – ნათქვამია გერმანული მარეგულირებლის ყოველდღიურ ანგარიშში.
კომპანია „გაზპრომმა“ ევროპას გაზის მიწოდება მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკად1“-ზე სარემონტო სამუშაოების გამო, 31 აგვისტოს შეუჩერა. სარემონტო სამუშაოები სამი დღე უნდა გაგრძელებულიყო.
წყარო: https://1tv.ge/