გერმანიის კანცლერმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი G7-ის სამიტზე მიიწვია

გერმანიის კანცლერმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი G7-ის სამიტზე მიიწვია

access_time2022-05-04 16:00:06

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ივნისში გასამართ G7-ის სამიტზე მიიწვია. ინდოეთი ჩინეთის მსგავსად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეერთებია. დელის პოზიციის შესაძლო ცვლილება მოსკოვისთვის არასასურველი სიურპრიზი იქნება.


ინდოეთი 3-4 წელიწადში მოსახლეობის რაოდენობით ჩინეთს გაუსწრებს და 1-ელ ადგილს დაიკავებს. 1 სულ მოსახლეზე ძალიან დაბალი შემოსავლის მიუხედავად, სწრაფად მზარდია მისი მშპ-ც. ინდოეთის ეკონომიკა 2021 წლის მდგომარეობით $3 ტრლნ-ს შეადგენს მეექვსე ადგილს იკავებს, უსწრებს საფრანგეთს და სულ მცირედით ჩამორჩება ბრიტანეთს. ათწლეულის ბოლოსთვის მოსალოდნელია, რომ აზიურმა გიგანტმა გერმანია და იაპონიაც უკან ჩამოიტოვოს. ეკონომიკის ზრდის პარალელურად ნელ-ნელა ინდოეთის პოლიტიკური წონაც გაიზრდება, რომელიც 1974 წლიდან ბირთვული კლუბის წევრია.



საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ერთდროულად ჩინეთთანაც აქვს და ევროკავშირთანაც. პარალელურად შეერთებულ შტატებთან, ინდოეთთან, კორეასთან და იაპონიასთან ანალოგიური ხელშეკრულების გასაფორმებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს.


ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შემდეგ, ექსპორტი სწრაფად გაიზარდა. 2020 წლიდან ქვეყანა საქართველოსთვის #1 საექსპორტო პარტნიორია, მიმდინარე წლის მარტში კი ჩინეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი დადებითით შეიცვალა. განსხვავებული ვითარებაა ინდოეთის მიმართულებით. სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ ინდოეთთან 2022 წლის პირველ კვარტალში ჩინეთთან შედარებით თითქმის 15-ჯერ ნაკლები - $30 მლნ შეადგინა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუ შარშან მთელი წლის მანძილზე ექსპორტმა მხოლოდ $3 მლნ შეადგინა, წელს პირველ 3 თვეში მან $12 მლნ-ს გადააჭარბა. ინდოეთში ექსპორტმა მაქსიმალურ $22 მლნ-იან მაჩვენებელს 2016 წელს მიაღწია, იმავე წელს $78 მლნ-ს მიაღწია იმპორტმაც, რაც ასევე რეკორდული მონაცემია.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up