გერმანიის მომავალი კანცლერი, ოლაფ შოლცი 2022 წლიდან სავალდებულო ვაქცინაციის ამოქმედებას მხარს უჭერს. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
ოლაფ შოლცი, რომლის მემარცხენე-ცენტრისტულმა „სოციალ-დემოკრატებმა“ სექტემბერში არჩევნებში გაიმარჯვეს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას კანცლერის თანამდებობას დაიკავებს, როგორც კი მისი პარტია და კიდევ ორი სხვა პარტია მთავრობის ფორმირების შესახებ შეთანხმებას დაამტკიცებენ.
„ჩვენ ნიადაგს მოვამზადებთ იმისთვის, რომ ბუნდესტაგის წევრებმა სინდისით მიიღონ გადაწყვეტილება ვაქცინის ზოგადი მანდატის შესახებ, რომელიც ძალაში შევა მომავალი წლიდან, თებერვალში ან მარტის დასაწყისში. მე მსგავს კანონს მხარს დავუჭერ“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ბოლო მონაცემებით, გერმანიაში, მოსახლეობის 68.5% სრულად აცრილია.
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, ავადობის შვიდდღიანი მაჩვენებელი (გასული კვირის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა) 442.9-ს შეადგენს.
imedinews.ge